უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
პოლიტიკა
“მაესტროზე” ივანიშვილისა და სააკაშვილის დებატები არ შედგა 25.05.2012 22:15

ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილის დებატები არ შედგა. გადაცემა “არგუმენტებში” მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი მივიდა.

გადაცემის წამყვანის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დებატებში სააკაშვილის არ მონაწილეობა რამდენიმე მიზეზით ახსნეს, მათ შორის იმით, რომ პრეზიდენტი საქართველოში არ იმყოფება.

“ქართული ოცნების” ლიდერის თქმით, იგი დარწმუნებული იყო, რომ სააკაშვილი მასთან სადებატოდ არ მივიდოდა.

“ჩემთვის წარმოუდგენელია, თუ როგორ უნდა შემხედოს თვალებში სააკაშვილმა”, - აღნიშნა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ “მაესტრომ” ივანიშვილი და სააკაშვილის სატელევიზიო დებატებისთვის პირდაპირ ეთერში მიმდინარე კვირის დასაწყისში მიიწვია.