უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 სექტემბერი, 2018 17:15
font-size

მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევები ანტიკორუფციულ სისტემაში ძირეული ცვლილების საჭიროებაზე მიუთითებს

კორუფციის სავარაუდო შემთხვევების შესახებ ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციაზე საგამოძიებო სტრუქტურების რეაგირება ნელი, გაუმჭვირვალე და არაეფექტური იყო, რაც საქართველოში ანტიკორუფციული სისტემის რეფორმირების საჭიროებაზე მიუთითებს. ამის შესახებ ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" განცხადებაში.

„კორუფციული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, სავარაუდოდ, ტელეკომპანია “იბერიისა” და „ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილსა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილ მინისტრს ლევან ყიფიანს შორის გავრცელებული საუბრის ფარული ჩანაწერები, სადაც საუბარია ბიზნესისთვის საგადასახადო პრობლემის მოგვარებისთვის საჭირო “კონტრიბუციაზე”.

12 სექტემბერს ზუგდიდის მერი ლაშა გოგია და მისი მოადგილე გია გულორდავა თანამდებობიდან გადადგნენ. გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას მიერ ქრთამის აღების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. მედიაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში, ზუგდიდის მერსა და ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას შორის სავარაუდოდ ქრთამის სანაცვლოდ ქონების გადაცემაზეა საუბარი.

ამ შემთხვევებს წინ უსწრებდა 2018 წლის ივლისში მოულოდნელი სამთავრობო ცვლილებები, როდესაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თანამდებობები დატოვეს. აღნიშნული ცვლილებების შემდეგ, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ეკონომიკისა და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროებში დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვაზე მიმდინარე გამოძიების შესახებ. ამასთან დაკავშირებით, მთავარ პროკურატურაში დიმიტრი ქუმსიშვილი და ზურაბ ალავიძე (რომელმაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა უფრო ადრე, 2018 წლის 30 მარტს დატოვა) გამოკითხვაზე დაიბარეს. თუმცა, საზოგადოებისთვის ეს ამბავი მხოლოდ მათ მიერ პოსტების დატოვების შემდეგ გახდა ცნობილი.

აღნიშნული შემთხვევები იმის დასტურია, რომ საქართველოში დღეს მაღალია კორუფციის რისკი ბიზნესისა და ხელისუფლების ურთიერთქმედების პროცესში. სახელმწიფოს კი დანაშაულის პრეცენციისა და მასზე რეაგირების ეფექტური მექანიზმები არ აქვს.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, პოსტზე კანდიდატად დასახელებისას, ანტიკორუფციულ სისტემაში ცვლილებები ახალი მთავრობის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად დაასახელა. მან ახალი ანტიკორუფციული მექანიზმების შექმნაზე ყურადღება გაამახვილა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროსაც, თუმცა მთავრობას დღემდე არ გადაუდგამს პრაქტიკული ნაბიჯები ამ მიმართულებით.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში არსებობის გამო, ანტიკორუფციული სააგენტოს საქმიანობა არ შეესაბამება გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტს და კორუფციული დანაშაულების გამოძიების პროცესზეც ინფორმაცია ხელმისაწვდომი არაა. აუცილებელია კორუფციული დანაშაულის გამოძიებასა და პრევენციაზე პასუხისმგებელი უწყება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გამოეყოს, რაზეც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებიც საუბრობენ. ასეთი უწყება ცალკე, დამოუკიდებელ ინსტიტუტად უნდა ჩამოყალიბდეს, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტის წინაშე და ექნება სათანადო ინსტიტუციური, ფინანსური და ადამიანური რესურსი.” - ნათქვამია განცხადებაში.

განახლდა ბიძინა ივანიშვილის ბრძოლა მთის მოსახლეობასთან - ლაშა ჩხარტიშვილი

23 მარტი, 2019 , 20:34

ლეიბორისტული პარტია ჰესებისა და ატომური ელექტროსადგურების მშენებლობას აპროტესტებს. პარტიის უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელის, ლაშა ჩხარტიშვილის განმარტებით, მშენებლობა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება, რაც მოსა

ვინ აიძულებს ივანიშვილს ხელისუფლების გადაბარებას - სანდრო ბრეგაძე სკანდალურ პოსტს ავრცელებს

23 მარტი, 2019 , 16:26

"ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერი, სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში ხელისუფლების შეცვლის გეგმაზე წერს, რომელიც შესთავაზა ამერიკამ ბიძინა ივანიშვილს. “გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ !!! 2 კვირის წინ ამერიკის სახელმწიფო დე

„ნუ ჩამაბეტონებ!` - დიდ დიღომში მოსახლეობამ აქცია გამართა

23 მარტი, 2019 , 14:57

„ნუ ჩამაბეტონებ!" - ამ მოთხოვნით დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩის მიმდებარედ არსებულ სკვერში, მოსახლეობამ აქცია გამართა და საფეხბურთო სტადიონზე დაწყებული მშენებლობა გააპროტესტა. აქციის მონაწილეების თქმით, შპს აკა დე

საქართველოს საელჩო საფრანგეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

23 მარტი, 2019 , 13:05

საფრანგეთში საქართველოს საელჩო საფრანგეთში მცხოვრები ან ტურისტული მიზნით მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. „როგორც მოგეხსენებათ, შაბათს, მ.წ. 23 მარტს, პარიზსა და საფრანგეთის რამდენ

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური პოზიტიურად აფასებს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებას ოჯახში ძალადობის ფაქტებზე

23 მარტი, 2019 , 12:24

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, ოჯახში ძალადობისაგან დაცვისა და პრევენციის მექანიზნების ეფექტიანობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. აუდიტის პერიოდი მოიცავს 2015 წლიდან 2018 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით არსებულ პერიოდს. ანგ

მერაბ კოკოჩაშვილის საიუბილეო საღამო გაიმართა

22 მარტი, 2019 , 19:00

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეჟისორის, სახალხო არტისტის, საზოგადო მოღვაწის, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კინო-ტელე-ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფე