უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

2 ნოემბერი, 2016 15:55
font-size

მაღალმთიან აჭარაში ტურისტების რაოდენობა გაიზარდა

აჭარის მაღალმთიანეთში საოჯახო სასტუმროს სახლების რაოდენობა 33%-ით გაიზარდა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, 2016 წლის 9 თვის მონაცემებით, პოპულარულ ტურისტულ მარშრუტებზე ტურისტებს გასული წლისგან განსხვავებით მიმდინარე წელს 20-ზე მეტი საოჯახო სახლი ემსახურებოდა.

აღნიშნულ საოჯახო სახლებში გაიზარდა ღამისთევების რაოდენობაც.

9 თვის მონაცემებით, მაჭახელას, ქედისა და ხიხანის ტურისტულ მარშრუტებზე არსებულ საოჯახო სასტუმრო სახლებში ღამისთევების რაოდენობა 93%-ით გაიზარდა, რაც ციფრებში 5 151 ღამისთევას გულისხმობს.

აღნიშნულ ტურისტულ მარშრუტებს შორის, განსაკუთრებული პოპულარობით ქედისა და მაჭახელას ტურისტული მარშრუტები სარგებლობს. +178% ღამისთევების რაოდენობა მაჭახელაში; + 99% ღამისთევების რაოდენობა ქედაში; + 20%% ღამისთევების რაოდენობა ხიხაძირში.

ამავე ინფორმციის მიხედვით, ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა მაღალმთიან აჭარაში არსებულ მუზეუმებშიც.

ჩხუტუნეთის, ქედისა და სელიმ ხიმშიაშვილის მუზეუმებმა მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში 9 120 ვიზიტორს უმაპისპინძლა, რაც 35%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორის თინათინ ზოიძის განცხადებით, სააგენტო მაჭახელას, ხიხანისა და ქედის ტურისტული მარშრუტების განვითარებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით აქტიურად მუშაობდა.

„ჩვენ ორგანიზება გავუწიეთ 17 ინფოტურს, რომლის ფარგლებში აღნიშნული ტურისტული პროდუქტების შესაძლებლობებს 300-მდე ტურიზმის დარგით დაინტერესებული ადამიანი გაეცნო. ქედისა და მაჭახელას ტურისტულ მარშრუტზე ასევე გადავამზადეთ 18 გიდი, რომლებიც სრულად ფლობენ ინფორმაციას თუ რისი შეთავაზების ან დათვალიერების საშუალება აქვთ მაღალმთიანეთში ტურისტების წაყვანისას. სასიხარულოა, რომ ჩვენი აქტივობები აისახა საოჯახო სასტუმრო სახლებზეც და მათ გასულ წელთან შედარებით უფრო მეტ ტურისტს უმასპინძლეს“,- განაცხადა ზოიძემ.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ეროვნული ბანკი ნოემბრის თვის ანალიტიკურ ანგარიშებს აქვეყნებს

16 ნოემბერი, 2018 , 17:40

საქართველოს ეროვნული ბანკი, ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, აქვეყნებს დეტალურად აღწერილი ფინანსური და მაკროეკონომიკური ინდიკატორების ტენდენციების შესახებ ანალიტიკურ ცხრილებსა და დიაგრამებს "საფინანსო სექტო

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

16 ნოემბერი, 2018 , 17:40

16 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6727 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6818 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.91 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკი ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციის (IOSCO) ასოცირებული წევრი გახდა

16 ნოემბერი, 2018 , 13:15

საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციის (IOSCO) წევრობა, კაპიტალის ბაზრის განვითარების კუთხით, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით,

თბილისის მერიამ საკრებულოს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა

16 ნოემბერი, 2018 , 12:15

თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე შევიდა. თბილისის 2019 წლის ბიუჯეტი 10 მილიონით იზრდება და ის 871 მილიონი იქნება. "ქართული ოცნების" საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ზარქუას განც

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

16 ნოემბერი, 2018 , 09:00

15 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6818 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7045 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2.27 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

15 ნოემბერი, 2018 , 17:35

15 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6818 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7045 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2.27 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`