უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

4 აპრილი, 2018 16:55
font-size

მაღალმთიან რეგიონებში კოოპერატივების მხარდაჭერა გრძელდება

დღეს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები შევიდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს კიდევ უფრო მეტი კოოპერატივი შეძლებს ჩაერთოს სახელმწიფო პროგრამაში და მიიღოს სარგებელი. პროგრამაში ცვლილებებით მაღალმთიან რეგიონში მოქმედი დამატებით 10 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი შეძლებს პროგრამაში ჩართვას.

გასულ წელს 21 მაღალმთიანი მუნიციპალიტეტიდან პროგრამაში 29 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ჩაერთო, რომელშიც მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები 851 პირია გაერთიანებული. მათ 25 წლიანი იჯარით გადაეცემათ სათიბ-საძოვრები და საქონლის საკვებწარმოებისათვის თანადაფინანსებით ტრაქტორები გუთნით, როტაციული და სეგმენტური სათიბელათი, ფოცხით, მოთიბული მასის დამწნეხით და მისაბმელით ტვირთის ტრანსპორტირებისათვის.

სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები ასევე ითვალისწინებს დმანისის, წალკის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში რძის მიმღებ -გადამამუშავებელი საწარმოების აშენებას და აღჭურვას. (თითოეული საწარმო დღიურად 10 ტონა რძის გადამუშავებას შეძლებს )

რაც შეეხება პროგრამით უკვე გათვალისწინებული რძის საწარმოს მშენებლობას, დუშეთის მუნიციპალიტეტში, უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს საწარმოს მშენებლობისათვის მოსამზადებელი სამუშაოები.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აშენებული ოთხივე საწარმო პირდაპირი მიყიდვის წესით, შეღავათიან ფასად გადაეცემა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ პროგრამით დადგენილ მოთხოვნებს.

საწარმოების გამოსყიდვა პროგრამით დადგენილი წესით 8 წლის განმავლობაში მოხდება.

„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენება“ კიდევ ერთი სახელმწიფო პროგრამაა, რომელიც სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და მათთვის კეთილდღეობის შექმნას შეუწყობს ხელს.

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი