უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

19 ივნისი, 2017 18:45
font-size

მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებებს აჭარაში 9 სოფელი შეემატება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მე-6 სხდომას დაესწრო. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ სხდომაზე საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 4 საკითხზე იმსჯელეს.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, საბჭომ იმსჯელა და მოიწონა დასახლებისთვის მაღამთიანის სტატუსის მინიჭების მიზნით შემოსული 28 შუამდგომლობა, რომელიც საბჭოს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. სხდომის მონაწილეებმა ასევე მხარი დაუჭირეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მაჭახელის ხეობის 9 სოფლისთვის ( ქედქედი, სინდიეთი, აჭარისაღმართი, სკურდიდი, ცხემლარა, ჩიქუნეთი, ქოქოლეთი, ქვედა ჩხუტუნეთი, ზედა ჩხუტუნეთი) სტატუსის მინიჭების შუამდგომლობას.

,,მოხარული ვარ, რომ მაღალმთიან აჭარაში დამატებით 9 სოფელს მიენიჭება სტატუსი, რაც მაჭახლის ხეობაში მცხოვრებ უამრავ ოჯახს საშუალებას მისცემს ისარგებლოს ყველა იმ შეღავათით, რომელსაც მთის კანონი ითვალისწინებს. მოგეხსენებათ, ეს იყო ჩვენი გუნდის წინასაარჩევნო დაპირებაც და მოსახლეობის დაკვეთაც. ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ ჩვენ დაპირებებს ვასრულებთ და ვზრუნავთ ჩვენს მოსახლეობაზე! ცვლილება, რომელიც მთის კანონში შედის საშუალებას მისცემს აჭარის მაღალმთიანეთის ათასობით ოჯახს ისარგებლოს ისეთი შეღავათებით, როგორებიცაა: საპენსიო დანამატი, სახელფასო დანამატი მედიკოსებსა და მასწავლებლებისთვის, ვაუჩერის გაზრდილი ოდენობა მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები სტუდენტებისათვის, შეღავათები ელექტრო მომარაგების გადასახადებსა და გათბობის უზრუნველყოფაზე. რაღა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს საგადასახადო შეღავათებიც. ეს კიდევ უფრო გააუმჯობესებს ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას და საშუალებას მისცემს მაღალმთიანეთში მცხოვრებ ადამიანებს იცხოვრონ ღირსეულად, იფიქრონ ბიზნესის წარმოებაზე და ამით ხელი შეუწყონ როგორც საკუთარ კეთილდღეობას, ასევე ქვეყნის წარმატებას”-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ სხდომის დასრულების შემდეგ.

მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მორიგ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობის სხდომას წარედგინება.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე საქართველოს 3700 დასახლებიდან, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს 1678 დასახლებას.

საკვანძო სიტყვები:

აზიის განვითარების ბანკი გუდაურში წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობას დააფინანსებს

20 აპრილი, 2018 , 16:35

აზიის განვითარების ბანკი (ADB) გუდაურში წყალმომარაგების სისტემის მეორე ფაზის, წყალარინების სისტემისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას დააფინანსებს. სამშენებლო სამუშაოები 2018 წლის ბოლოს დაიწყება. სამთო-სათხილამურო კურო

ქუთაისში სასურსათო ჯიხურების დადგმის გადაწყვეტილებას აზრთა სხვადასხვაობა მოყვა

20 აპრილი, 2018 , 14:15

ქუთაისის მერმა გადაწყვიტა ქუთაისში დააბრუნოს ე.წ. „ბუტკების“ ეპოქა და გასცა 16 ჯიხურის ჩადგმის ნებართვა- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გივი შუშანიამ დრეს გამართულ

კადეტების საინფორმაციო შეხვედრა თიანეთის სკოლაში გაიმართა

20 აპრილი, 2018 , 13:10

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლები საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებენ. ლიცეუმის ხელმძღვანელებმა და კადეტებმა მორიგი შეხვედრა დაბა თიანეთის N 1 საჯარო სკოლაში გამართეს და მოსწავლ

„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია გამოცხადდა

20 აპრილი, 2018 , 12:40

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო  „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამაში  რეგისტრაციას აცხადებს

დღეს პანკისის ხეობის სოფელ დუისის მოსახლეობა აქციას გამართავს

20 აპრილი, 2018 , 11:00

დღეს პანკისის ხეობის სოფელ დუისის ადგილობრივი მოსახლეობა საპროტესტო აქციას გამართავს. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, მოსახლეობა უკმაყოფილოა გამ

თავდაცვის მინისტრი კახეთის რეგიონში დისლოცირებულ სამხედრო ნაწილებში იმყოფებოდა

18 აპრილი, 2018 , 12:10

აჭარის რეგიონის შემდეგ თავდაცვის მინისტრი კახეთის რეგიონში არსებულ სამხედრო ქვედანაყოფებში იმყოფებოდა. ლევან იზორია მონიტორინგის მიზნით საქართველოს შეიარაღებული ძალების დაქვემდებარებული ქვედანაყოფების მონახულებას და მასზ

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე