უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი


საზოგადოება

14 სექტემბერი, 2017 13:15
font-size

მაია ბითაძე ორჰუსის კონვენციის ბიუროს თავმჯდომარედ ხელმეორედ აირჩიეს

მაია ბითაძე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე, ხელმეორედ ერთხმად იქნა არჩეული ორჰუსის კონვენციის ბიუროს თავმჯდომარედ, რომელიც ამავდროულად წარმოადგენს კონვენციის მხარეთა შეხვედრის სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარესაც.

ქ. ბუდვაში (მონტენეგრო) გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) „გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის და ამ სფეროში მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ კონვენციის (ორჰუსის კონვენციის) ეგიდით კონვენციის მხარეთა მეექვსე შეხვედრა მიმდინარეობს. ასევე, იმართება „დამაბინძურებელ ნივთიერებათა გარემოში გაშვებისა და მათი გადატანის შესახებ“ ორჰუსის კონვენციის ოქმის (PRTRs) მხარეთა გაერთიანებული შეხვედრის მაღალი დონის სეგმენტი და PRTRs-ის მხარეთა შეხვედრები.

ორჰუსის კონვენციის მხარეთა შეხვედრას თავმჯდომარეობს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე. საქართველოს სახელით შეხვედრებში მონაწილეობს საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი, ორჰუსის კონვენციის ეროვნული პასუხისმგებელი პირი ნინო გოხელაშვილი.

შეხვედრაზე UNECE-ის რეგიონის წევრი ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ ‎2014-2017 წლებში ორჰუსის კონვენციის და მისი ოქმის ფარგლებში მიღწეულ შედეგებსა და გამოწვევებს. ასევე, დაგეგმილია ისეთ მნიშვნელოვან დოკუმენტების მიღება, როგორიცაა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და საერთაშორისო ფორუმებში საზოგადოების მონაწილეობის და ამ სფეროში მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის შესახებ შემუშავებული ანგარიშები, ‎2018-2022 წლების სამოქმედო გეგმა, კონვენციის ფინანსური მექანიზმი, კონვენციისა და მისი ოქმის შესრულების კომიტეტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები სამდივნოში შესულ სარჩელებთან დაკავშირებით და ბუდვას მინისტრთა დეკლარაცია.

კახა კალაძე კრწანისის რაიონის სხვადასხვა ქუჩის მოსახლეობას შეხვდა

25 სექტემბერი, 2017 , 21:59

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე კრწანისის მოსახლეობას შეხვდა და პროგრამული ხედვები გააცნო. კახა კალაძის თქმით, თბილისის მოსახლეობის საჭიროებების გაცნობისას ყ

ტექნოპარკს NASA-ს მეცნიერები ეწვივნენ

25 სექტემბერი, 2017 , 21:22

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს NASA - ს წარმომადგენლები სტუმრობენ. სტუმრებს შორის არიან მარსის პროგრამის ამჟამინდელი მთავარი ინჟინერი რობ მენინგი და Voyager-ის პროგ

საზღვარგარეთ საკვირაო სკოლები და ქართული ხელოვნების ანსამბლები შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება

25 სექტემბერი, 2017 , 21:02

საქართველოს ვიცე-პრემიერის საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ინფორმაციით დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის მიზნით საგარეო საქმეთა სამინისტროში შეიქმნა ე.წ. საჭიროებათა კატალოგი. უწყებამ დი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს საქართველოს ბიზნესის აკადემიამ სერტიფიკატი გადასცა

25 სექტემბერი, 2017 , 17:45

25 სექტემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემიის სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი ცერემონიის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, როგორც ინტელექტუალური ბიზნეს ოლიმპიადის ,,მომავლის ბიზნესმ

მნიშვნელოვანია აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის მუნიციპალური პროგრამის განახლება - კახა კალაძე

25 სექტემბერი, 2017 , 17:10

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე, აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა საჭიროებების შესახებ ახალი კონცეფციის შემუშავებას გეგმავს. „ძალიან მნიშვნე

ტრანსპლანტაციის პროგრამას ღვიძლის ტრანსპლანტაციის კომპონენტი დაემატება, რაც უამრავი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლის გადარჩენას ნიშნავს - კახა კალაძე

25 სექტემბერი, 2017 , 17:10

მომავალ წლებში, ჯანდაცვის მიმართულებით, ორი მუნიციპალური პროგრამა გაფართოვდება. ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, დაავადებათა სკრინინგის პროგრამას დაემატება ფარისებრი ჯირკვლის კ

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე