უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 ივნისი, 2018 14:50
font-size

მაია ნიკოლეიშვილი დასკვნაში მიუთითებს, რომ დანების გარდა სხვა საგნებიც იყო გამოყენებული და ამაში აბსოლუტურად ვეთანხმები - ზაზა სარალიძე

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ აღნიშნა, რომ სრულიად ეთანხმება ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილის დასკვნას, რომლის მიხედვით დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის ტანსაცმელზე არსებული ჭრილობები ცხადყოფს, რომ დაჭრისას დანების გარდა სხვა საგნებიც იყო გამოყენებული.

„მე ვთქვი, რომ შეიძლება, არ ვენდობოდე მაია ნიკოლეიშვილის დასკვნას, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ მან მოიტანა ისეთი რამ სასამართლოზე, რაც თავად სამხარაულმა დამალა. არ იმსჯელა ტანსაცმელებზე არსებულ დაზიანებებზე და არ იმსჯელა მე-11 ჭრილობაზე ჩემი შვილის ნაწილში, რომელიც დადგინდა მომაკვდინებელ ჭრილობად. ქალბატონი მაია დასკვნაში მიუთითებს იმ გარემოებას, რომ დანების გარდა სხვა საგნებიც იყო გამოყენებული. ამ ნაწილშიც ვეთანხმები აბსოლუტურად. ტანსაცმელზე მიყენებული დაზიანებები პირდაპირ ამბობს, რომ არ იყო მხოლოდ დანები, არამედ იყო სამკუთხედი ფორმის ან პირამიდისებრი იარაღი, შესაძლოა ქლიბი. ერთ-ერთ ჭრილობაზე თქვა, რომ შესაძლებელია, ყოფილიყო მაკრატლის მსგავსი იარაღი გამოყენებული. სასამართლომ იმიტომ არ გაიზიარა ალბათ, რომ ქალბატონმა მაიამ ზუსტად ვერ დაასაბუთა გარკვეული დეტალები. ჩემთვის ის დაზიანებები იყო ზუსტად მნიშვნელოვანი, რაც მოიტანა ქალბატონმა მაიამ სასამართლო პროცესზე. დანარჩენისთვის სიმართლე გითხრათ აღარც მიმიქცევია ყურადღება. სამკუთხედი დაზიანება მეორდება ლევან დადუნაშვილის ტანსაცმელზეც. ფრთისებური დაზიანებები ჩემი შვილისა და ლევანის ტანსაცმელზე გაჭრილი ვაშლებივით გვანან ერთმანეთს“, - განაცხადა სარალიძემ ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მესამე სხდომაზე.

მან ასევე აღნიშნა, რომ მაია ნიკოლეიშვილმა თქვა არა მაკრატლით მიყენებულ ჭრილობებზე, არამედ მაკრატლის მსგავსი საგნით მიყენებულ ჭრილობებზე. სარალიძის თქმით, ექსპერტი თავადაც გამორიცხავს, რომ მაკრატელი იყო გამოყენებული.

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი