უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

23 თებერვალი, 2017 15:15
font-size

მაია რჩეულშვილის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება საერთაშორისო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს -საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ცენტრ პოინტის დამფუძნებლის მაია რჩეულიშვილის პატიმრობაში დატოვების სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, სასამართლომ საკითხზე ზედაპირულად იმსჯელა.

მათივე თქმით, მოსამართლეს გადაწყვეტილების დასასაბუთებლად კონკრეტული ფაქტები ან გარემოებები არ განუხილავს და არსებული საფრთხეების რელევანტურობაზე პოზიცია არ დაუფიქსირებია.

„მოსამართლემ მხოლოდ აღნიშნა, რომ ის მიზნები და დასაბუთება, რაც თავის დროზე გახდა პატიმრობის შეფარდების საფუძველი, ახლაც ძალაში იყო და არ არსებობდა ახალი არსებითი გარემოება, რომელიც აღკვეთის ღონისძიების შეცვლას გამოიწვევდა.

ასეთი შეფასების საფუძველს გვაძლევს სასამართლო სხდომა, რომელიც გაიმართა 2017 წლის 16 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში.

პროკურორის განმარტებით, პატიმრობა არ უნდა შეცვლილიყო სხვა აღკვეთის ღონისძიებით. აღნიშნულის დასასაბუთებლად ბრალდების მხარემ მიუთითა ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხეებზე.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, აღკვეთის ღონისძიების მიზანს წარმოადგენს, უზრუნველყოს ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის განმეორების თავიდან აცილება და ბრალდებულის იმგვარი ქცევა, რაც არ დააბრკოლებს და ხელს არ შეუშლის გამოძიების სრულყოფილად და ეფექტიანად წარმართვას. პატიმრობის გამოყენება არ უნდა ხდებოდეს არამართლზომიერი მიზნით და აუცილებლობაზე ხანგრძლივი ვადით.

ამგვარად, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხის განხილვისას მოსამართლე მსჯელობს არა პირის დამნაშავეობისა თუ უდანაშაულობის საკითხზე, არამედ იმაზე, რამდენად აუცილებელია გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გაგრძელება და რატომ ვერ უზრუნველყოფს იმავე მიზნების შესრულებას სხვა ნაკლებად მკაცრი ღონისძიება.

საქართველოს კანონმდებლობა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი ადგენს, რომ განგრძობადი პატიმრობა, როგორც ადამიანის უფლებებში ყველაზე მძიმე და ინტენსიური ჩარევა, გაგრძელებული უნდა იქნეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, გამონაკლისის სახით, მაშინ, როცა სხვა ღონისძიების გამოყენება არ იქნება ადეკვატური კანონიერი მიზნის მისაღწევად. ამასთან, ხელისუფლებამ დამაჯერებელი არგუმენტები უნდა მოიყვანოს პატიმრობის ნებისმიერი პერიოდისათვის. შესაბამისად, პატიმრობის გაგრძელების სასარგებლოდ მეტყველი არგუმენტები ზოგადი და განყენებული არ უნდა იყოს და ის უნდა შეიცავდეს კონკრეტულ ფაქტებზე მითითებას, რომელიც ამართლებს ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნას.

მოცემულ შემთხვევაში, ზემოთხსენებული სტანდარტებიდან გამომდინარე, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა წონადი არგუმენტები, რომელიც რჩეულიშვილის პატიმრობაში დატოვებას გაამართლებდა. კერძოდ, ახალი დანაშაულის ჩადენის ნაწილში, პროკურორმა ყურადღება გაამახვილა მისი წარსული საქმიანობიდან გამომდინარე ჩადენილ შესაძლო კანონდარღვევაზე, რასაც ეფუძნებოდა მის მიმართ წარდგენილი ახალი ბრალდება. თუმცა, იმ საქმის წარმოების განმავლობაში, სადაც რჩეულიშვილს პატიმრობა აქვს შეფარდებული, არ ჰქონია ადგილი ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლო შემთხვევას. ამასთან, დანაშაულის ჩადენის საფრთხის შეფასებისას უნდა განისაზღვროს, რამდენად არსებობს პირის მიერ დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების რეალური შესაძლებლობები. აგრეთვე, დაუსაბუთებელი იყო მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეც, ვინაიდან ბრალდების მხარის ყველა მოწმე უკვე დაკითხულია სასამართლოში. ხოლო, დაცვის მხარის მოწმეებზე შესაძლო ზემოქმედება არ არის ლოგიკური და რელევანტური. ნაკლებად არის გასაზიარებელი მიმალვის საფრთხეც, ვინაიდან, ადვოკატის განმარტებით, რჩეულიშვილს საზღვრის გადაკვეთა რამდენიმე წლის წინ უფიქსირდება. ამავდროულად, მიმალვის საფრთხის განეიტრალება შეიძლება მოხდეს სხვა ნაკლებად შემზღუდველი ღონისძიებით (მაგალითად, პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩამორთმევა).

ამავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ პროკურორმა ეს არგუმენტები წარმოადგინა, სასამართლოს ევალებოდა თითოეული ამ მოსაზრების რელევანტურობაზე ემსჯელა, რაც არ მომხდარა. სასამართლო პატიმრობის გადასინჯვისას ვალდებულია, გამოიჩინოს განსაკუთრებული გულისხმიერება და გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს უნდა იყოს ჯეროვანი და დასაბუთებული და არა სტერეოტიპულად ფორმულირებული. ამავდროულად, გაჭიანურებულმა პატიმრობამ შეიძლება შელახოს პირის უდანაშაულობის პრეზუმფცია.

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და შეაფასა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით, მიუხედავად ბრალდებულის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა, პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პირობებშიც შესაძლებელი იყო სათანადო მკურნალობის განხორციელება და ამის გამო, ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეიძლება გამხდარიყო აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საიას მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ვადის გაგრძელების დასაბუთება ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ რეგულაციებსა და საერთაშორისო სტანდარტებს“,-ნათქვამია განცხადებაში.

მონიკა დავლიანიძე

სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

24 აპრილი, 2024 , 15:01

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კუპრაძეს ბრალად ედებოდა აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულ

შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 აპრილი, 2024 , 11:30

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დ

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი - პროკურატურა

22 აპრილი, 2024 , 12:23

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 18 აპრილს, თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ მოწყობისა და ორგანიზები

მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 10:25

სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს, „მიმდინარე წლ

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 აპრილი, 2024 , 17:15

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი