უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

6 დეკემბერი, 2019 17:30
font-size

მაია ცქიტიშვილი `ანაკლიის განვითარების კონსორციუმს` მოუწოდებს აღიარონ, რომ პროექტის განხორციელებას ვერ ახერხებენ

ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებლებს მოუწოდებს აღიარონ, რომ პროექტის განხორციელებას ვერ ახერხებენ.

"დღეს ვნახე ლევან ახვლედიანის კომენტარი, რომ პოლიტიკური ინტერესები გვერდზე უნდა გადავდოთ და პროექტზე ვიფიქროთ. ვეთანხმები სრულად, რომ პოლიტიკური ინტერესები, პოლიტიკური თამაშები გვერდზე გადავდოთ და რა თქმა უნდა, ვიფიქროთ ქვეყნის ინტერესებზე. შესაბამისად, ვაღიაროთ, რომ ვერ ახორციელებენ ამ პროექტს და მისცენ სახელმწიფოს საშუალება ყოველგვარი დავის გარეშე გადავიდეს პროექტის შესრულების შემდეგ ფაზაზე.

ყველანი ვთანხმდებით, რომ ქვეყანას სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი და რაც შეიძლება მალე. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელებსაც არაერთხელ უთქვამთ რამდენად მნიშვნელოვანია არ გამოვტოვოთ ის მომენტი, როდესაც შავ ზღვაზე აქტიური კონკურენციაა პორტებს შორის და ამ დროს ჩვენ გვჭირდება, რომ ეს პორტი სწრაფად შევიყვანო ექსპულატაციაში.

ამ პირობებში, ჩვენ გვყავს ისეთი პარტნიორი, ინვესტორი, რომელსაც სამწუხაროდ აქვს სირთულეები, პირველ რიგში, დაფინანსების მოპოვებაში და შესაბამისად, ამ პროექტის განხორციელებაში და ეს გრძელდება ბოლო ორი წლის განმავლობაში. ალბათ, უნდა შევთანხმდეთ ყველანი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ამ პროექტის სისრულეში მოყვანა, ორი წლის განმავლობაში კი უშედეგოდ ხდება გადავადება და ახლა, როდესაც ორწლიანი ვადა იწურება ამ თვის ბოლოს, არანაირი პერსპექტივა არ ჩანს არც ბანკებისგან 400 მილიონიანი სესხის მიღების, არც 120 მილიონის საკუთარი კაპიტალის მოზიდვის, ახალი ინვესტორის და შესაბამისად პორტის ოპერატორის შემოყვანის და ა.შ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს იმის პასუხისმგებლობა, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება მივიღოთ ამ ფაქტთან დაკავშირებით,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, კონკრეტულ ინვესტორთან ურთიერთობის გაწყვეტა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს პროექტის ჩაშლას.

რაც შეეხება საარბიტრაჟო სასამართლოში შესაძლო დავას, მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ სამწუხარო იქნება თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს კონსორციუმი, რადგან ეს ნამდვილად შეაფერხებს პროექტის სწრაფად განხორციელებას.

მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ დაიცვას მშვიდობა და შევამსუბუქოთ ომით გაყოფილი საზოგადოების მძიმე ხვედრი - თეა ახვლედიანი

15 აგვისტო, 2020 , 14:55

მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ დაიცვას მშვიდობა და შევამსუბუქოთ ომით გაყოფილი საზოგადოების მძიმე ხვედრი, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა სამები

პროკურორი, რომელიც არაეთიკურად მოქმედებდა, საქმეს ჩამოაშორეს - მიხეილ რამიშვილი

14 აგვისტო, 2020 , 17:11

მივიღეთ ძალიან საინტერესო ინფორმაციები, გადმომეცა საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტაციები იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც ეხება საზღვარგარეთიდან მოთხოვნილ ინფორმაციებს, დაკავშირებულს სოციალურ ქსელებთან, - განაცხადა ადვოკატმა მი

“ბიძინა ივანიშვილს მეტი კი არაფერი გაუკეთებია” - ირაკლი ოქრუაშვილი „ლელოს“ ვაკის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატის დასახელებაზე

13 აგვისტო, 2020 , 13:00

„ლელოს“ ვაკის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატის დასახელებას „გამარჯვებული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი ეხმაურება. „ჩემი დამოკიდებულება ხაზარაძის გუშინდელ გადაწყვეტილებასთან მიმა

ნატო ჩხეიძე: რა დაწმინდავს ამ სიჭრელეს?.. ამ აჭრილ ყოფას რა დაალაგებს...

13 აგვისტო, 2020 , 12:45

„რთული და მძიმე ვითარება ჩანს ქვეყანაში არა მხოლოდ ეკონომიკური კუთხით... რთული, მხიმე და ერთობ აჭრილი“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ თავმჯ

პირველი ვიქნები თუ ბოლო ნომერი, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს - გიორგი გახარია

12 აგვისტო, 2020 , 17:27

ჯერ პირველი ათეული ცნობილი არ არის, ზოგიერთებს რომ ეჩქარებათ, ჩვენ ჯერ საქმე გვაქვს გასაკეთებელი და მაგასაც მოვასწრებთ, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ნომერი ვიქნები, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინის

გიორგი გახარია შაქარაშვილის საქმეზე - ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ოჯახის წევრებს, გვერდში დგომის ყველაზე მნიშვნელოვანი ქმედებაა გამოძიების სწრაფად, ეფექტურად და სამართლიანად ჩატარება

12 აგვისტო, 2020 , 17:00

ბოლო პერიოდში, რამდენჯერმე მსგავს კითხვას გავეცი პასუხი. მესმის, რომ ძალიან ბევრი ემოციებია, განსაკუთრებით, როდესაც ეხება ჩვენს ახალგაზრდებს და ბავშვებს, მაგრამ პირველი - უნდა გავუფრთხილდეთ ოჯახის წევრებს, მათ სჭირდებათ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე