უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

10 მაისი, 2018 12:20
font-size

მაია ცქიტიშვილმა და ლევან დავითაშვილმა ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების განვითარების კონკრეტული გეგმები ადგილებზე განიხილეს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ის ტერიტორიები დაათვალიერეს, სადაც დაცულ ტერიტორიებზე მათ შორის, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება. ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მთავრობის წევრებმა კონკრეტულ გეგმებზე იმსჯელეს.

წალკის მუნიციპალიტეტში მინისტრებმა დაშბაშის კანიონი მოინახულეს. კანიონი ბუნების ძეგლს წარმოადგენს. კანიონის ტერიტორიაზე არსებული ჩანჩქერები, განსხვავებულ მიკროლანდშაფტს ქმნის დამახასიათებელი მიკროკლიმატით, თავისებური ფაუნით. კანიონი უახლოეს მომავალში უამრავი ვიზიტორისთვის საინტერესო ობიექტი იქნება. რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მინისტრებმა ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა მომსახურების ცენტრიც მოინახულეს.

მაია ცქიტიშვილმა და ლევან დავითაშვილმა, ადგილობრივებთან ერთად, ფარავნისა და საღამოს ტბისთვის დამახასიათებელი იხტიოფაუნის სახეობების აღდგენის და სპორტულ-სამოყვარულო მეთევზეობისა და ტურიზმის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იგეგმება, რაც არსებულ დაცულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის მოწყობას უკავშირდება.

„ინფრასტრუქტურის მოწყობით, ჩვენ შევძლებთ დამატებითი შემოსავლები გავუჩინოთ ადგილობრივ მოსახლეობას. ვიზიტორებისთვის და ტურისტებისთვის დაცული ტერიტორიები გავხადოთ უფრო მიმზიდველი და საინტერესო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის დაცვის მინისტრთან ერთად დავათვალიერეთ სხვადასხვა ობიექტი. უწყებების თანამშრომლობით შევძლებთ, ხელი შევუწყოთ რეგიონულ განვითარებას, შევქმნათ შემოსავლის მიღების ახალი წყაროები“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

„მნიშვნელოვანია საღამოს ტბის და ფარავნის ტბის პოტენციალის შესწავლა და განხილვა, თუ რამდენად შესაძლებელია ისინი ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს დაემატოს. ეს იქნება ერთ-ერთი მიმართულება სოფლის განვითარების კუთხით, მეორე მხრივ, პროექტები, რომელიც მეცხოველეობის განვითარებას, მევენახეობას და იმ მიმართულებებს უკავშირდება, რომლის პოტენციალიც კონკრეტულ რეგიონში არსებობს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მთავრობის წევრებმა, ფოკის დედათა მონასტერს, აღნიშნული კლიმატის გათვალისწინებით, ყინვაგამძლე სახეობის ნერგები, კერძოდ, არყის ხე, ევროპული ნაძვი და ჩრდილოური ფიჭვი გადასცეს.

ნატო ჩხეიძე კარდაკარის პრინციპით ქარელისა და გორის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

21 ოქტომბერი, 2020 , 14:45

“ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა - ძალა ერ­თო­ბა­შია“- ს  ხა­შუ­რის, ქა­რე­ლის და გო­რის     &

ლატალში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

21 ოქტომბერი, 2020 , 12:25

სვანეთში, სოფელ ლატალის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. როგორც უწყების ინფორმაციაშია ნათქვამი, ლატალის მიმდებარე ტ

კახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება

21 ოქტომბერი, 2020 , 10:40

საქართველოს მელიორაცია სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში სარწყავი და სადრენაჟე სისტემების რეაბილიტაციას განაგრძობს. როგორც “მედიანიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნო

გაორმაგებულია იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც 24 საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგება აქვთ - მაია ცქიტიშვილი

20 ოქტომბერი, 2020 , 17:10

,,2 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის განახლებაში 2021-2024 წლებში. დაგეგმილი გვაქვს არაერთი დასახლების წყალმომარაგების უზრუნველყოფა, 2013-2020 წლებში წყალმომარაგების ინფრა

ბაკურიანში სამი ახალი საბაგიროს მშენებლობა რეკორდულ დროში დავასრულეთ-ნათია თურნავა

20 ოქტომბერი, 2020 , 16:05

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დაკვეთით, ავსტრიულ-შვეიცარულმა კომპანია „დოპლმაიერ-გარავენტა ჯგუფმა“ ბაკურიანში სამი ახალი საბა

გიორგი გახარიამ აჭარაში არსებული ეპიდვითარება, მათ შორის რეგიონის კლინიკებში საწოლფონდის საკითხი ადგილობრივ შტაბთან განიხილა

20 ოქტომბერი, 2020 , 15:40

აჭარის რეგიონში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთ