უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 მაისი, 2018 14:45
font-size

მაია ცქიტიშვილმა და ლევან დავითაშვილმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ტერასული ვენახები მოინახულეს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ასპინძის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭაჭკარში იმყოფებოდნენ, რომელსაც 2016 წელს საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ჭაჭკარიდან ვარძიის სამეურნეო მარაგის შევსება ხდებოდა - კლდეში ნაკვეთ საწნახელებში კი დიდი რაოდენობის ღვინო იწურებოდა. სოფელში, გარდა დაზიანებული ტერასებისა და 50–მდე კლდეში ნაკვეთი საწნახელისა, შემორჩენილია ოთხსაუკუნოვანი ვაზიც. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ჭაჭკარში მესხური ჯიშის ვენახის აღდგენა დაიწყება.

რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, მინისტრებმა ასპინძის მუნიციპალიტეტში აღდგენილ ტერასებზე ახლად გაშენებული ვენახები მოინახულეს. ვენახები საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე დაცული ჯიშებით „თიბისი“ ჯგუფმა აღადგინა. ტერასებზე გაშენებული ვენახი რეგიონისთვის დამახასიათებელ მიკროგარემოს ქმნის.

სოფელ ზიკილიაში, მაია ცქიტიშვილმა და ლევან დავითაშვილმა ყურძნის ჯიშების კოლექციონერის, ემზარ გაჩეჩილაძის მიერ ახლად გაშენებული ვენახები დაათვალიერეს, სადაც სანერგე მეურნეობაც არის მოწყობილი, რაც იშვიათი მესხური ჯიშების გავრცელების საშუალებას იძლევა. ემზარ გაჩეჩილაძე გაშენებული მესხური ჯიშის ყურძნისგან - მესხური მწვანე, სამარიებო, ასპინძური შავი და საფარულა ღვინოს ამზადებს და ადგილობრივ ბაზარზე უკეთებს რეალიზებას.

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ყურადღება გამახვილდა იმ პროექტებზე, რომელიც არსებული შესაძლებლობების ბოლომდე ათვისებასა და ისტორიული ადგილების გაცოცხლებას შეუწყობს ხელს. მისივე თქმით, მსგავსი აქტივობა აუცილებელია ვიზიტორების დაინტერესების, ადგილობრივების დასაქმებისა და რეგიონების ეკონომიკური წინსვლისთვის.

როგორ უნდა მოვიქცეთ ძლიერი ქარის დროს

21 სექტემბერი, 2019 , 16:16

სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს, საქართველოს მასშტაბით ძლიერი ქარია მოსალოდნელი. გთავაზობთ რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ძლიერი ქარის დროს შენობის შიგნით და მის გარეთ. რეკომენდაციებს საგანგებო სიტუაციების მართვის

რეკომენდაციებს შევიმუშავებთ, რომ წამლის ხარისხთან, ფასებთან და ზედმეტი წამლის გამოწერასთან დაკავშირებული პრობლემა გადავჭრათ - აკაკი ზოიძე

21 სექტემბერი, 2019 , 15:50

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე მუშაობისას გათვალისწინებული იქნება ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეების

პარლამენტის წინ, რიგით მესამე კარავი გაიშალა

21 სექტემბერი, 2019 , 15:46

მოძრაობა "გავრილოვის პატიმრების" და ასევე "გამარჯვებული საქართველოს" ორგანიზებით, პარლამენტის წინ, რიგით მესამე კარავი გაიშალა. აქციის ორგანიზატორთა თქმით, ისინი რუსთაველზე დარჩებიან მანამ, სანამ უკანონოდ დაკავებული პოლი

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მოქალაქეებსს ხე დაეცა

21 სექტემბერი, 2019 , 15:05

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 2 კაცს ხე დაეცა. ორივე მათგანი მსუბუქად დაშავდა, მათ თავის მიდამოებში ტრავმები აღენიშნებოდათ. ადგილზე სასწრაფო დამხმარების ეკიპაჟი იყო მობილიზებული, რომელმაც დაშავებულებს პირველადი სამედიცინო დახ

დიმიტრი ცქიტიშვილმა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს განმარტავს

21 სექტემბერი, 2019 , 14:35

შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც ორ სამსახურში მუშაობა შესაძლოა შეიზღუდოს, მისი ავტორი დიმიტრი ცქიტიშვილი განმარტავს. მისი განცხადებით, ერთ-ერთმა ორგანიზაციამ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებე

თბილისის ანძა სომხეთის დროშის ფერებში განათდა

21 სექტემბერი, 2019 , 14:28

სომხეთი დამოუკიდებლობის აღდგენის 28-ე წლისთავს აღნიშნავს. 1991 წელს 21 სექტმებერს გამართულ რეფერენდუმზე სომეხმა ხალხმა ხმათა უმრავლეობით, საბჭოთა კავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი. ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, საზეი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს