უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

8 მაისი, 2017 15:40
font-size

მაიძულებენ ტერიტორიის დატოვებას და მპირდებიან ჩემს მიწას სხვას გაუნაწილებენ -ებრაელი ფერმერი შევიწროების მორიგ ფაქტებზე საუბრობს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში მცხოვრები ებრაელი ფერმერი იგორ ასკაროვი ეთნიკურ ნიადაგზე შევიწროების მორიგ ფაქტზე საუბრობს. მისი თქმით, შევიწროების მიზანია, რომ საცხოვრებელი ადგილი დატოვოს.

როგორც მედიანიუსთან საუბარში ასკაროვი აცხადებს, მისთვის ცნობილი გახდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ ტერიტორიას დატოვებს, მის კუთვნილ მიწას იმ ადამიანებს გაუნაწილებენ, რომლებიც მის წინააღმდეგ გამოდიან. მიზნის მისაღწევად, ადამიანთა ეს ჯგუფი სხვადასხვა ხერხს მიმართავს, მაგალითად, არღვევენ ღობეს და მის კუთვნილ მიწის ნაკვეთში ძროხებს უშვებენ, რომ მოსავალი და ახალნარგავები დაზიანდეს.

„სპეციალურად უშვებენ ძროხებს, რომ მოსავალი გამინადგურონ და მაიძულონ აქედან წასვლა. ძროხებმა სიმინდის, ხურმის და სხვა მოსავლის ნახევარი უკვე გამინადგურეს“,-აცხადებს ბიზნესმენი.

მისი თქმით, უკანასკნელი ინციდენტი ორი დღის წინ მოხდა, რა დროს მის კუთვნილ მიწის ნაკვეთში პირუტყვთან ერთად უკვე ადამიანიც იყო შესული.

„ძროხები უკვე სახლთან ახლოს არიან, ფანჯრის ქვეშ დგანან. ეს გვიან ღამით ხდებოდა. მე გამოვედი და შემთხვევით დავინახე ადამიანი, დავუყვირე და გავაგდე, ძროხა კი დარჩა ნაკვეთზე. მეორე დღეს, მოვიდნენ და ძროხა გაგვატანეთო, მე ვუთხარი, რომ არ ვიცი ვისი ძროხაა და როგორ გაგატანოთ მეთქი. ითხოვდნენ, შემოგვიშვიო და ჩვენ ამოვიცნობთო. მე კი უკვე ყველაფერი ყელში მქონდა ამოსული და გავჯიუტდი- არ შემოგიშვებთ მეთქი. გამგებელს დავურეკე და მოსვლა ვთხოვე. ადგილზე პოლიციაც მოვიდა. სამართალდამცველები მათ მხარს ღიად უჭერენ - მითხრეს, ღობე ხელოვნურად გაქვს ჩაჭრილიო, რომ სხვისი ძროხები მოიპაროო. საბოლოოდ, ჩაჭრილი ღობის მხრიდან შევიდნენ და გაიყვანეს თავიანთი ძროხები. თუმცა მანამდე შეხლა-შემოხლა იყო, ერთმა ჩემზე გამოიწია კიდევაც“,-განაცხადა იგორ ასკაროვმა.

მედიანიუსთან საუბარში დაბა ლაითურში ოზურგეთის გამგებლის წარმომადგენელმა, ემზარ ბერიძემ არ გამორიცხა, რომ ბიზნესმენის ღობე განზრახ იჭრებოდეს, თუმცა იმასაც ამბობს, რომ პირუტყვს პასუხს „ვერ მოსთხოვ“.

„საქონელი არის საქონელი, ადამიანი არის ადამიანი. შეიძლება ვიღაცამ ჩაჭრა ღობე, მაგრამ საქონელი გადადის იქ. რაც მე ჩემი თვალით ვნახე, ღობე გახსნილია და საქონელი გადადის და ბალახობს იქ“,-აღნიშნა ბერიძემ.

მისივე თქმით, მისი მთავარი ინტერესია, რომ სოფელში სიწყნარე იყოს.

იგორ ასკაროვი, რომელსაც ლაითურში სოლიდური ინვესტიცია აქვს განხორციელებული, საქართველოში რამდენიმე წელია ცხოვრობს. თავის მეურნეობაში დასაქმებული ჰყავს ადგილობრივი მოსახლეობა, თუმცა როგორც თავად აცხადებს, ადგილობრივი სამართალდამცავები და ზოგიერთი მაღალჩინოსანი ყველაფერს აკეთებენ, რომ მან გურია დატოვოს. მათი წაქეზებით შეურაცხყოფას აყენენენ, როგორც ებრაელს. მას არაერთხელ მოუწყვეს პროვოკაცია, უთიშავენ ინტერნეტსა და ელექტროენერგიას.

იგორ ასკაროვის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების ქართული მედიით არაერთხელ გაშუქების მიუხედავად, ოფიციალური სტრუქტურებისგან რეაგირება არ მომხდარა.

ისრაელელი ფერმერი უახლოეს მომავალში აპირებს დახმარებისთვის ისრაელის ელჩს საქართველოში, შაბთაი ცურს მიმართოს.

მონიკა დავლიანიძე

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი