უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

1 აგვისტო, 2017 11:30
font-size

მაიკ პენსის შეხვედრა ოპოზიციასთან დასრულდა - ოპოზიციონერები პენსის მთავარ გზავნილებზე

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ოპოზიციასთან შეხვედრა დასრულდა. საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარემ, პარტია „შენების დროა“-ის ხელმძღვანელმა, დავით უსუფაშვილმა მაიკ პენსზე დაყრდნობით განაცხადა, რომ აშშ-ის ეკონომიკური მხარდაჭერა დამოკიდებული იქნება საქართველოს დემოკრატიულ პროცესებზე.

„როდესაც ვსაუბრობდი იმაზე, რომ ჩვენ გვჭირდება ამერიკის მეტი ხელშეწყობა ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის, სამუშაო ადგილების ხელშეწყობისთვის, ტექნოლოგიების მიღებისთვის, მსოფლიო ბაზარზე ჩვენი პროდუქციის გატანისთვის და ამ შემთხვევაში, ძალიან დიდ ეკონომიკას, როგორიცაა აშშ, წამყვან ეკონომიკას, მეტის გაკეთება შეუძლია საქართველოსთვის, ბატონი ვიცე-პრეზიდენტის პასუხი იყო, რომ დიახ, ეს ასეა, მაგრამ ბევრი რამეა დამოკიდებული იმ საკითხებზე, რაზეც ჩვენ დემოკრატიის თვალსაზრისით ვსაუბრობდით. იმიტომ, რომ აშშ გაცილებით მეტად და გაცილებით მზადაა ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, მეტ ინვესტიციებზე, როდესაც ისინი ხედავენ უფრო მაღალი სტანდარტის დემოკრატიას. ამ ნაწილში ჩვენ უნდა მოვინდომოთ მეტი, რათა მივიღოთ მეტი“,- განაცხადა უსუფაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, დავით ბაქრაძის განცხადებით, პენსმა მისცა გარანტია, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი.

„იყო ძალიან მკაფიო მესიჯი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია და პრეზიდენტი ტრამპი აგრძელებს საქართველოს უსაფრთხოების მხარდაჭერის მკაფიო პოლიტიკას, რაც ყველაზე დიდი გარანტიაა იმისა, რომ საქართველო მომავალში აუცილებლად იქნება ერთიანი, აუცილებლად იქნება ნატოს წევრი და ისევე დაცული და წარმატებული ქვეყანა, როგორც დღეს არის ესტონეთი, საიდანაც აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ჩამოვიდა და როგორიც არის მონტენეგრო, სადაც საქართველოდან მიდის. მაიკ პენსის ვიზიტის მესიჯები, მარშრუტი ცალსახად ადასტურებას აშშ-ის ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - განაცხადა ბაქრაძემ.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი თავისი პირველი ევროპული ტურნეს ფარგლებში ორდღიან ( 31 ივლისი- 1 აგვისტო) ვიზიტს მართავს საქართველოში.

ანა მებურიშვილი

„საქართველოს შრომის კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე დღეს პირველი მოსმენა გაიმართა

3 ივნისი, 2020 , 16:35

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის მიერ მომზადებულ საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე დღეს პირველი მოსმენა გაიმართა. ბექა ნაცვლიშვილის განცხადები

გახარია თანამდებობას ტოვებს

3 ივნისი, 2020 , 16:05

გიორგი გახარია პოსტს ტოვებს - პრემიერის თანამდებობიდან მისი წასვლა ივანიშვილის კარზე რამდენიმე კვირის წინ იყო გადაწყვეტილი. ჩვენი ინფორმაციით, გახარიამ  გადაწყვეტილებას ფორმალურად უახლოეს საათებში აღა

ჩვენი ხელისუფლება ჯარის პოლიტიზირებას არ დაუშვებს, ჯარის 99,9% აბსოლუტურად აპოლიტიკურია - ირაკლი ღარიბაშვილი

3 ივნისი, 2020 , 13:15

იქნება თუ არა ჯარი საპარლამენტო არჩევნებზე პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი, - ამ საკითხთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრმა "ღამის კურიერში" ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ის ჯარის პოლიტიზირებას არ დაუშვებს, არც

რა დროს პრემიერობაზეა საუბარი - რომან გოცირიძე

2 ივნისი, 2020 , 17:15

“რა დროს პრემიერობაზეა საუბარი, რომელი პრემიერ-მინისტრები, ხალხს შია და ათასი სხვა პირველი ამოცანის საკითხებია გადასაჭრელი ქვეყანაში, მათ შორის პარტიების მიერ“,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის&ldqu

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩეხ კოლეგასთან უსაფრთხო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა

2 ივნისი, 2020 , 16:50

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ჩეხ კოლეგასთან, ტომაშ პეტრჟიჩეკთან. მინისტრებმა ისაუბრეს COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე ქვეყნებს შორის ორმხრივი და

დავმშვიდდეთ, ჩემთვის თანამდებობას მნიშვნელობა არ აქვს - გიორგი ვაშაძე

2 ივნისი, 2020 , 14:22

„ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძე პრემიერ-მინისტრის პოსტზე მისი კანდიდატურის საკითხზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს თანამდებობას, არამედ მთავარია ის აღ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!