უკან
პოლიტიკა
24 ივლისი, 2017 13:20
მაიკ პენსის ვიზიტი არის სიგნალი, რომ აშშ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს - იან კელი
საქართველოში აშშ-ის ელჩის, იან კელის განცხადებით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტი გამოხატავს ამერიკის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
„ეს არის ძალიან მტკიცე სიგნალი ჩვენი ძლიერი მხარდაჭერისა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ამ მნიშვნელობას აძლიერებს ასევე ის, რომ ამ პერიოდში მიმდინარეობს ორმხრივი სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი", რომელიც მნიშვნელოვანია.
ზოგადად, ეს ვიზიტი არის გაგრძელება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტისა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც მაისის თვეში შედგა. ეს ვიზიტი გაგრძელებაა იმ საკითხებისა, რომელის აშშ-ში იქნა განხილული“,- განაცხადა იან კელიმ.
მაიკ პენსი საქართველოში 31 ივლისს ჩამოვა.
ანა მებურიშვილი