კომენტარი


მაიკ პენსმა თქვა, რომ პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის კაბინეტთან მჭიდრო თანამშრომლობას აპირებს - არჩილ თალაკვაძე
ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა საქართველის ხელისუფლების მიერ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოები დადებითად შეაფასა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, მაიკ პენსმა მკაფიოდ თქვა, რომ აშშ-ის მთავრობა თანამშრომლობას აპირებს პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის გუნდთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია.
,,აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოში პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის მოწვევით ჩამოვიდა. მან თავის შეფასებებში მკაფიოდ თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლების საქმიანობას დადებითად აფასებს და პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის კაბინეტთან მჭიდრო თანამშრომლობას აპირებს. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეფასებებია და ამასთანავე, ჩვენთვის მეტი მოტივაციაა, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდეს",-აღნშნა არჩილ თალაკვაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:

უახლოეს დღეებში შევხვდებით არასამთავრობო სექტორს, მეცნიერებს, ექსპერტებს და ყველას, ვინც დაინტერესებულია, წვლილი შეიტანოს „ნამახვანჰესის“ პროექტის გაუმჯობესებაში - ნათია თურნავა
12 აპრილი, 2021 , 17:15

მგონია ვიღაც არის დაინტერესებული ამ ადამიანმა ეს ილაპარაკოს - კვირიკაშვილი მუხთარლიზე
9 აპრილი, 2021 , 14:15

ნიკანორ მელიას პატიმრობა თავად ნიკანორ მელიას თვითმიზანია - ამირან გულუაშვილი
8 აპრილი, 2021 , 11:35

რეიტინგების ერთადერთი უტყუარი განმსაზღვრელი არჩევნებია - დავით სერგეენკო
7 აპრილი, 2021 , 12:30

არ შეიძლება ჩვენ ხალხს ასეთი ბრიყვი ადამიანი, წარმოუდგენელი არარაობა ჰყავდეს კონსტიტუციით პირველ პირად – ლევან ბერძენიშვილი
5 აპრილი, 2021 , 16:00

ის მიზეზი, რაც იწვევდა `ნამახვანი ჰესის` უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გულწრფელ წუხილს, მოხსნილია - კაშხლის მშენებლობა გადაიდო, ვიდრე პასუხი არ გაეცემა ყველა კითხვას - ნათია თურნავა
4 აპრილი, 2021 , 17:25