უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

30 ივნისი, 2021 15:10
font-size

მაისში დაფიქსირებული 25.8%-იანი ზრდა მიანიშნებს, რომ ეკონომიკური ზრდის დინამიკა პოზიტიური სცენარისკენ მიმდინარეობს - ლაშა ხუციშვილი

მაისში დაფიქსირებული 25.8%-იანი ზრდა მიანიშნებს, რომ ეკონომიკური ზრდის დინამიკა პოზიტიური სცენარისკენ მიმდინარეობს, რომელიც წლიურ ჭრილში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას გულისხმობს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მაისში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ზრდა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითაც ფიქსირდება.

„მიმდინარე წლის მაისის თვეში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 25,8%-ით შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

მნიშვნელოვანია ის, რომ ზრდა ფიქსირდება არა მხოლოდ შარშანდელ პერიოდთან შედარებით, არამედ ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება პანდემიამდე პერიოდთან შედარებით. კერძოდ, 2019 წელთან შედარებით გვაქვს 8,8%-იანი ეკონომიკური ზრდა. ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ ეკონომიკური ზრდა გამოწვეულია, პრაქტიკულად, ყველა სექტორში აქტივობების ზრდით - დღგ-ს გადამხდელთა ბრუნვები გაზრდილია 50%-ით, ასევე, სტაბილურად იზრდება ექსპორტის მაჩვენებელი, სადაც დაფიქსირდა 45%-იანი ზრდა. მაისის თვეში დაფიქსირებული ეკონომიკური აქტივობებიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტრო გადახედავს წლიური ეკონიმიკური ზრდის პროგნოზებს, რომელიც უკვე ასახული იქნება ბიუჯეტის პროექტის კორექტირებულ ვერსიაში, რომელიც უახლოეს პერიოდში განსახილველად წარედგინება საქართველოს პარლამენტს. მნიშვნელოვანია ის, რომ ეკონომიკური ზრდის დინამიკა მიმდინარეობს პოზიტიური სცენარისკენ, რაც მოლოდინს აჩენს, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა ორნიშნა დონეზე დაფიქსირდება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 22.2 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

13 სექტემბერი, 2021 , 11:39

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 678.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის

2021 წლის მეორე კვარტალში ბიზნესის ბრუნვა 56.7 პროცენტით, პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი კი 43.4 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

3 სექტემბერი, 2021 , 11:50

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 2021 წლის მეორე კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 56.7 პროცენტით გაიზარდა და 35.0 მილიარდი ლარი შეადგინა. საქსტატის ცნობით, ზ

კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 361 მლნ ლარით გაიზარდა – ეროვნული ბანკი

31 აგვისტო, 2021 , 19:21

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 361.0 მლნ ლარით გაიზარდა და მთლიანი მოცულობა 39.1 მლრდ ლარს გაუტოლდა. „კომე

პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ახალი პროექტების დახმარებით, წელს და გაისად 1300 ბიზნესსუბიექტი ისარგებლებს - ნათია თურნავა

31 აგვისტო, 2021 , 14:59

პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ახალი პროექტების დახმარებით, წელს და გაისად 1300 ბიზნესსუბიექტი ისარგებლებს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. როგორც თურნავამ აღნ

ივლისში საქართველოს ეკონომიკა 9.9 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

31 აგვისტო, 2021 , 11:43

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვე

პრემიერის დავალებით, 1-ლი სექტემბრიდან მოქმედებაში ჩაეშვება მთლიანობაში 2,5 მილიარდი ლარის ახალი პროგრამები - ნათია თურნავა

25 აგვისტო, 2021 , 16:19

გვიხარია და დიდი პატივია, რომ სახელმწიფო პროგრამებით, მათ შორის „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების დახმარებით სვანეთში ბევრმა ადამიანმა ისარგებლა და აქ ათობით ახალი სასტუმრო აშენდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი