უკან

საზოგადოება

26 იანვარი, 2022 16:10
font-size

მახსოვს მისი სიძულვილით აღსავსე მხეცის თვალები...აი ასეთი ცოფიანი ქოფაკები გამოზარდა ოლიგარქმა - მიხეილ სააკაშვილი

მინდა მოვუწოდო მოქალაქეებს, რომ ყველგან, სადაც შეესწრებიან პოლიციელებისა და სამართალდამცავების მიერ ჩადენილ უკანონო ქმედებას, გადაიღონ და თუ თვითონ ეშინიათ გავრცელების, ტელევიზიებს და ცნობილ აქტივისტებს გადაუგზავნონ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელდა.

“მივესალმები საზოგადოების გამოღვიძებას ძალადობისა და ხელისუფლების თავაშვებულობის წინააღმდეგ. სოლიდარობის აქციების ტალღა, რომელმაც დღეს გადაუარა საქართველოს, აჩვენებს, რომ ჩვენ უბრალოდ მოსახლეობა კი არ ვართ, არამედ საზოგადოება. ძალიან ბევრი საინტერესო ლიდერი გამოჩნდა, განსაკუთრებით ქალები.

პოლიციაში და პენიტენციურ სისტემაში ძალაუფლება აქვთ მოძალადეებს. არასდროს დამავიწყდება გორის ჰოსპიტალში ღამის 12 საათზე ნახევრად უგონო მდგომარეობაში მყოფს საწოლში ბადრაგის 6 თანამშრომელი ვითომ საათის წასართმევად რომ დამახტა. მათი მეთაური განსაკუთრებით აქტიურობდა. მახსოვს მისი სიძულვილით აღსავსე მხეცის თვალები, სხვები აშკარად თავს არიდებდნენ ბრძანების შესრულებას და ეს უყვიროდა, რა დოყლაპიებივით დგახართ, გადაუგრიხეთ ხელი, გაინძერითო. თან ჩემზე ამბობდა, შეხედე, რამხელა ძალა ჰქონია, ჩვენ კი გვატყუებს, ვითომ ცუდადააო.

აი ასეთი ცოფიანი ქოფაკები გამოზარდა ოლიგარქმა. ემანდ ფრთხილად იყოს, ის ხელი არ მოაჭამონ, რომლითაც ამათ აჭმევს. ცოფი და სიძულვილი მაინც მძიმე დაავადებაა.

ახლა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისგან შევიტყვე, რომ ჩემი საწოლის თავზე დამონტაჟებული კამერის კადრები წაშლილია. ეს ნიშნავს, რომ "მთავრობამ" იცის, რომ დანაშაული ჩაიდინა და კვალი წაშალა. არაუშავს, მაინც არაფერი დაიმალება!

მინდა მოვუწოდო მოქალაქეებს, რომ ყველგან, სადაც შეესწრებიან პოლიციელებისა და სამართალდამცავების მიერ ჩადენილ უკანონო ქმედებას, გადაიღონ და თუ თვითონ ეშინიათ გავრცელების, ტელევიზიებს და ცნობილ აქტივისტებს გადაუგზავნონ. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ქართულ პოლიციაში შეღწეული არაადამიანების ბანდა. ეს უნდა გავაკეთოთ თუნდაც იმიტომ, რომ სისტემაში კიდევ დარჩენილ წესიერ პოლიციელებს მივცეთ მეორე შანსი, ემსახურონ საქართველოს. ასევე, ინდივიდუალურად ვიმუშაოთ ამ წესიერ პოლიციელებთან, რომ ბოლომდე არ ჩაყვნენ ივანიშვილს." - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი