უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

1 ივნისი, 2017 17:00
font-size

მახუნცეთის ჩანჩქერთან ტურისტებს საინფორმაციო ცენტრში მოემსახურებიან

მთიან აჭარაში ტურისტულად ყველაზე ხშირად ვიზიტირებად მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების პესპექტივები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ქედის გამგებელთან ერთად განიხილა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სულხან ღლონტი დავით დუმბაძესთან ერთად მახუნცეთის ჩანჩქერის მიმდებარედ საინფორმაციო ცენტრის მშენებლობის პროცესსა და ჩანჩქერის სათავეში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტის გეგმას გაეცნო. ის ასევე შეხვდა, ჩანჩქერთან არსებული სუვენირებისა და ადგილობრივი პროდუქციის დამამზადებლებსა და გამყიდველებს.

საინფორმაციო ცენტრის მშენებლობა ქედაში ტურისტულად ყველაზე მიმზიდველი ადგილის - მახუნცეთის ჩანჩქერთან არსებულ პარკში მიმდინარეობს. ცენტრში ტურისტებს ქედაში არსებული ტურისტული ადგილების შესახებ ინფორმაციის მიღების გარდა, საშუალება ექნებათ ერთ სივრცეში გაეცნონ ადგილზე წარმოებულ სუვენირებსა და პროდუქციას, ასევე ისარგებლონ უფასო ინტერნეტ სივრცით. საინფორმაციო-ტურისტული ცენტრი სექტემბრიდან ამოქმედდება.

რაც შეეხება, მახუნცეთის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიასა და სათავეს, იქ გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტები იგეგმება. პროექტის ნაწილი ქედის გამგეობის ბიუჯეტშია გაწერილი, თუმცა მეორე ნაწილის განხორციელებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინვესტორის მოძიება. აღნიშნული გეგმის მიხედვით, ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება.

„ქედის მუნიციპალიტეტი გამორჩეულია რეგიონში ტურისტული თვალსაზრისით და მუნიციპალიტეტში მოგზაურობის მსურველ ტურისტთან რაოდენობაც ყოველწლიურად იზრდება. მაგალითად, გასულ წელს, ქედას 2015 წელთან შედარებით 99%-ით მეტი ტურისტი სტუმრობდა. ამიტომ მნიშვნელოვანია, აქ განხორციელდეს კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. ჩვენ ვგეგმავთ, შევქმნათ სამუშაო ჯგუფი, რომელიც პროცესის მართვას უფრო ეფექტურს გახდის. სერვისის გაუმჯობესების კუთხით, კი ტურიზმის სკოლის ფარგლებში ქედაში ჩვენ საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტების მეპატრონეები გადავამზადეთ, რათა ისინი უფრო მომზადებულები შეხვდენენ ტურისტებს,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

ხობის მერიამ 10.8 მილიონიანი ტენდერი, სავარაუდოდ, სენაკის მერის ბიძის კომპანიას მოარგო - TI

26 თებერვალი, 2024 , 15:29

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ცნობით, ხობის მერიის ტენდერი, რომელშიც სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძის კომპანია - სააქციო საზოგადოება "არქეოპოლისი" იმარჯვებს, სავარაუდოდ, სწორედ ამ კომპანი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი