უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

5 სექტემბერი, 2017 12:05
font-size

მალე ერთი ქართული ვერტმფრენი შემოუერთდება სამაშველო სამუშაოებს, რამდენიმე საათში კი თურქული - ზურაბ პატარაძე

ხულოში, შავნაბადას მთაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილის 6 საათიდან განახლდა. აჭარის მთავრობის მეთაურის, ზურაბ პატარაძის ინფორმაციით, ამჟამად რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს გზის გაყვანითი სამუშაოები, მოგვიანებით კი სამაშველო ჯგუფებს თურქული ვერტმფრენი შემოუერთდება.

პატარაძის თქმით, მეტი ეფექტურობისთვის ცეცხლის კერებთან ახლოს, მდინარე ჩუდურაულზე წყლის ხელოვნურ რეზერვუარებს ამზადებენ, რათა ვერტმფრენებმა უფრო სწრაფად მოახერხონ ცეცხლის ჩაქრობა.

„სამაშველო სამსახურებმა 6 საათიდან დაიწყეს მუშაობა. ამავდროულად მთელი ღამის განმავლობასი ხეობაში ამოვიდა მძიმე ტექნიკა, სხვადასხვა ინვენტარია ამოტანილი იმისათვის, რომ უფრო ეფექტურად ვებრძოლოთ ცეცხლს. დღეს დილიდან მდგომარეობა გაცილებით უკეთესია. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს გზის გაყვანა რამდენიმე მიმართულებით, ასევე ანძების მეშვეობით სახანძრო მანქანებს მიეცემათ საშუალება, უშუალოდ მივიდნენ ცეცხლთან ახლოს. უკვე რამდენიმე ადგილას მოხდა წყლის დაღრმავება, საიდანაც ვერტმფრენები წყალს ამოიღებენ და უფრო ეფექტურად იმუშავებენ, რადგან ესაა უფრო ახლო ლოკაციები და ეს მოგვცემს საშუალებას, სწრაფად და ეფექტურად ვიმოქმედოთ.

მალე ერთი ქართული ვერტმფრენი შემოუერთდება სამაშველო სამუშაოებს. გუშინ შედგა ჩემი კომუნიკაცია თურქეთის მხარესთან და დამატებით თურქეთის ვერტმფრენი უკვე გზაშია. რამდენიმე საათში ის სამაშველო სამუშაოებს შემოუერთდება“, - განაცხადა პატარაძემ.

ზურაბ პატარაძის განცხადებით, ადგილზე მუშაობს 500-მდე ადამიანი, მეხანძრე-მაშველებს ადგილობრივი მოსახლეობაც ეხმარება.

აჭარის მთავრობის მეთაურის თქმით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება“, -თქვა პატარაძემ.

შავნაბადას მთაზე ცეცხლი ორი დღის წინ შენიშნეს. ადგილზე იმყოფება საგანგებო შტაბი, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს.

ანა მებურიშვილი

რუსთავის მერს უჩა მამაცაშვილის ახლო ნათესავი ფიზიკურად გაუსწორდაო

21 თებერვალი, 2019 , 11:39

რუსთავის მერის საეჭვო შვებულება, რომელიც კითხვებს აჩენს - ოპოზიციის ინფორმაციით, ქალაქის მერს ირაკლი ტაბაღუას დაახლოებით ერთი თვის წინ, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის უჩა მამაცაშვილის ახლო ნათესავი კობა კოკოლაშვილი&

რეინჯერების დაზღვევას კავკასიის ბუნების ფონდი 40 000 ევროთი დააფინანსებს

21 თებერვალი, 2019 , 11:10

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების რეინჯერების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევას კავკასიის ბუნების ფონდი დააფინანსებს. საგრანტო

გლდანისა და ნაძალადევის რაიონში წყალმომარაგება დროებით შეიზღუდება -„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“

21 თებერვალი, 2019 , 10:30

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნაძალადევის რაიონში, გამრიცხველიანების პროექტის ფარგლებში, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე სა

ბერლინში პრეზიდენტმა ქართველ სტუდენტებს სამშობლოში დაბრუნებისას არსებული პერსპექტივები გააცნო

21 თებერვალი, 2019 , 10:28

საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, ბერლინში ქართველ სტუდენტებს შეხვდა და მათ სწავლასთან და საქმიანობასთან დაკავშირებული პრობლემები მოისმინა. სტუდენტები საქართველოს ევროკავშირში გაწევრ

სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებლი ლადო აფხაზავა “მასწავლებლის გლობალური ჯილდოს” ფინალშია

21 თებერვალი, 2019 , 10:24

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის გამარჯვებული, სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ლადო აფხაზავა 2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ფინალშია. იგი მსოფლიოს საუკეთესო 10

დედაქალაქის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

21 თებერვალი, 2019 , 10:21

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ჩუღურეთის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15