უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

13 ივლისი, 2017 15:45
font-size

მალე თბილისის მერის მოადგილეს დააკავებენ - მამუკა ახვლედიანი

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის - თბილისის“ თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის ინფორმაციით, მოკლედ დროში, თბილისის მერის მოადგილის დაკავება იგეგმება.

ამის შესახებ ახვლედიანმა „ინგა გრიგოლიას დღის ამბებში“ განაცხადა.

ახვლედიანის ვარაუდით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი საზოგადოებას ახალს ვერაფერს შესთავაზებს, გარდა მერიის კორუფციის ჭაობისგან გათავისუფლებისა.

მამუკა ახვლედიანის პროგნოზით, მერად კალაძის დანიშვნის შემთხვევაში კონკრეტული ადამიანების დაკავება მოხდება.

„მაქვს ინფორმაცია, რომ მალე დააკავებენ, სავარაუდოდ, თბილისის მერის რომელიღაცა მოადგილეს, კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ, ეს ჩემი მხრიდან არაკორექტულუი იქნება. ღრმად ვარ დარწმუნებული და ინფორმაციასაც ვფლობ, რომ ბატონი კალაძის გამოჩენა, როგორც თბილისის მერობის კანდიდატის, საზოგადოებისთვის და საზოგადო სივრცეში ბევრ სკანდალთან იქნება დაკავშირებული, რისი მოწმენიც ჩვენ უკვე დღევანდელ დღეს ვართ ოთო აბესაძის დაკავებით.

მთავარი თემა და პრობლემა აბესაძე კი არ არის, ან რომელიმე პიროვნება, მთავარი თემა არის ის, რომ თბილისის მერია დღეს არის ქცეული კორუფციის ჭაობად. ეს ჭაობი ყელში აქვს ამოსული, როგორც მოქმედ ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას და ყველას. დავით ნარმანია დღეს არა მარტო კალაძის პრობლემაა, ის „ქართული ოცნების“ პრობლემაა და ყველას პრობლემაა.

ძალიან მალე კალაძის კონკრეტული შეთავაზება იქნება, კონკრეტული ადამიანების დაკავება, ძალიან მალე კალაძის შეთავაზება იქნება თბილისის მერიაში გამეფებულ კორუფციასთან, ვითომდა ბრძოლა და ძალიან მალე კალაძის კონკრეტული შეთავაზება იქნება მაღალჩინოსნების დაკავება“,-განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

კობა გვენეტაძე მიკროსაფინანსო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

24 სექტემბერი, 2020 , 17:47

ეროვნული ბანკი მუდმივ კომუნიკაციაშია არასაბანკო სექტორთან და ეცნობა COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ ვითარებას, ასევე, სხვა მიმდინარე საკითხებს. დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მორიგი ასეთი შეხვედრა მიკრ

მაშველი, რომელსაც 10 სექტემბერს 55 წელი შეუსრულდა, 11 სექტემბერს უკვე უმუშევარი იყო - დავით ჭიჭინაძე

24 სექტემბერი, 2020 , 17:25

პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ მეხანძრე - მაშველი, რომელსაც 10 სექტემბერს შეუსრულდა 55 წელი და 11 სექტემბერს უკვე უმუშევარი იყო, რადგან ასაკის გამო ვეღარ აკმაყოფილებს პროფე

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2897 ლარი გახდა

24 სექტემბერი, 2020 , 17:10

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2897 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2641 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

24 სექტემბერი, 2020 , 16:50

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა. შეხვედრაზე გაიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები. საუბარი

სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დასაფინანსებლად ელექტრონული პორტალი www.student.moh.gov.ge დღეიდან ამოქმედდა

24 სექტემბერი, 2020 , 16:30

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის ანაზღაურების მიზნით ან/და 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში 2020 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილი სწავლის საფას

პირველი ოქტომბრიდან თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში I-VI კლასის მოსწავლეები, ხოლო გორსა და ფოთში ყველა კლასის მოსწავლეები საკლასო ოთახებში ბრუნდებიან - მიხეილ ჩხენკელი

24 სექტემბერი, 2020 , 16:30

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში 1-ლი ოქტომბრიდან I-VI კლასის მოსწავლეებისთვის სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება, ხოლო VII-XII კლასებისთვის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.