უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

10 ოქტომბერი, 2018 13:15
font-size

მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი ადვოკატი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს დახმარებას სთხოვენ

პანკისის ხეობაში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა და მისმა ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს მიმართეს. როგორც ჟურნალისტებს მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა, ისინი დიპლომატებს საქმის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან და აუხსნიან, რომ მოხდა დანაშაული და ამ დანაშაულის ჩამდენი პირები არ ისჯებიან.

„ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს ვუგზავნით წერილს და მათ ვთხოვთ დახმარებას. ჩვენს წერილში საუბარია საქმის ისეთ მასალებზე, რაც დღემდე საჯაროდ არ გამოგვიქვეყნებია. საუბარია, თუ რა ქმედებები განახორციელა ხელისუფლებამ დღემდე და რომ არ დასჯილან დამნაშავეები“, -განაცხადა კუბლაშვილმა.

ადვოკატმა ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს კომპლექსური დასკვნის გამოქვეყნებისკენ მოუწოდა. კერძოდ, უფლებადამცველმა განაცხადა, რომ დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ უკვე ცნობილია, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობა მოხდა ისე, რომ მას თავი ბალიშზე ჰქონდა დადებული. ადვოკატის თქმით, აღნიშნულ დასკვნამდე მივიდა ექსპერტიზის ბიუროც, თუმცა ისინი დასკვნის გამოქვეყნებისგან თავს იკავებენ, რადგანაც ხელისუფლების მიერ ხდება გამოძიებისთვის ხელის შეშლა.

ამასთან, მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ის და მისი ადვოკატი მოუწოდებენ დიპლომატებს, რომ საქმის შესახებ გააგებინონ მთელ ცივილიზებულ სამყაროს.

„მივმართავ დიპლომატებს, რათა ამ საქმის შესახებ ინფორმაცია გაიტანონ საზღვარგარეთ, რადგან ხელისუფლებას თემირლანის საქმეზე არ აქვს პასუხი. ჩვენ ვთხოვთ დიპლომატებს დახმარებას. ვაპირებ, კანონის ფარგლებში ყველაფერი გავაკეთო, რათა ჩემი შვილის მკვლელები გავანადგურო“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ცნობისთვის, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი 10 იანვარს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

“ლელოს“ გუნდს დეპუტატი ლევან კობერიძე შეუერთდა

11 აგვისტო, 2020 , 15:10

“ლელო“ გუნდს ახალი წევრი ჰყავს. პოლიტიკურ გაერთიანებას დამოუკიდებელი დეპუტატი - ლევან კობერიძე შეუერთდა, რომელიც დღეს ბრიფინგზე „ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ წარადგინა. მამუკა ხაზარაძის თ

გვესმის მუდმივი ბრძოლა წარსულთან და წარსულის გამოყენება, რომ ადამიანებმა უკეთესი ცხოვრება არ მოითხოვონ მომავალში - დავით ბაქრაძე

10 აგვისტო, 2020 , 17:35

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. „ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც აშინებს ადამიანებს წარსულით, რომ არ მოითხოვონ უკეთესი

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ნახევარი მთავრობა დაკავებული იყო არა სახელმწიფო საქმიანობით, არამედ მოქმედებდნენ როგორც „ქართული ოცნების“ აქტივისტები - ნინო ბურჯანაძე

10 აგვისტო, 2020 , 17:20

„არჩევნები უკვე დაწყებულია და წინასაარჩევნო პერიოდში უკვე ნათლად გამოჩნდა თუ როგორ აპირებს „ქართული ოცნება“ სახელმწიფო ხარჯების, ბიუჯეტის და თანამდებობის პირების ბიძინა ივანიშვილის ინტერესებისთვის გამოყ

საარჩევნო კამპანია იქნება მომავალზე, ახალგაზრდობაზე, დაწყებული საქმის დასრულებასა და ახალი საქმეების დაწყებაზე - გიორგი გახარია

10 აგვისტო, 2020 , 16:15

საარჩევნო კამპანია იქნება მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური და მხოლოდ და მხოლოდ მომავალზე, ახალგაზრდობაზე, დაწყებული საქმის დასრულებაზე და ახალი საქმეების დაწყებაზე, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების

კახა ოქრიაშვილმა და ცეზარ და იაგო ჩოჩელებმა პარტია შექმნეს

10 აგვისტო, 2020 , 12:50

მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა და ბიზნესმენებმა ცეზარ და იაგო ჩოჩელებმა პარტია შექმნეს. ამის შესახებ განცხადებას კახა ოქრიაშვილის პრესსამსახური ავრცელებს. „პოლიტიკურ სივრცეში ახალი პარტია - „პროგრესი

გადავწყვიტე, „გირჩის“ სახელით კენჭი ვიყარო თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში - ზურაბ ჯაფარიძე

10 აგვისტო, 2020 , 10:37

ზურაბ ჯაფარიძე „გირჩის“ სახელით დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში იყრის კენჭს, – ამის შესახებ „გირჩის„ ლიდერი სოციალურ ქსელში წერს. „რამდენიმე კვირის წინ „გირჩმა“ მიიღო გადაწყვეტილება

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე