უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

12 ნოემბერი, 2018 11:15
font-size

მალხაზ მაჩალიკაშვილი დღეს ,,ქართული ოცნების“ ოფისთან აქციას გამართავს

"ქართული ოცნების" ოფისთან დღეს 15:00 საათზე, მალხაზ მაჩალიკაშვილი საპროტესტო აქციას გამართავს და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის სოსო გოგაშვილის დაკავებას მოითხოვს.

როგორც მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, "ქართული ოცნების" ოფისთან ის პანკისის ხეობის მოსახლეობასთან ერთად მივა.

მისი თქმით, ოჯახის მოთხოვნა მისი შვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობაში დამნაშავეების დახვრეტაა და არა სხვა რაიმე სასჯელი.

"დღეს პანკისის ხეობიდან ჩამოდის ხალხი და გავმართავთ აქციას „ქართული ოცნების“ ოფისთან. იმის ნაცვლად, რომ სუს-ის უფროსის მოადგილე, მხეცი გოგაშვილი დაესაჯათ, დასვეს საარჩევნო შტაბის უფროსად. აქედან გამომდინარე, დღეს, 15:00 საათზე პირდაპირ „ოცნების“ ოფისთან ვაპირებთ აქციის გამართვას.

ჩემი მოთხოვნა იქნება გამოათრიონ იმ შტაბიდან გოგაშვილი და დაასახელოს ყველა ის ადამიანი, ვინც იყო ამ სასტიკი, ე.წ. საუკუნის დანაშაულის მონაწილე. ყველა უნდა დაისაჯოს. მე მოვითხოვ დახვრეტას და არა სასჯელს",- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

იანვარში ინფლაციის შემცირებაზე მთავრობის მიერ კომუნალური გადასახადების სუბსიდირებამ კვლავ მნიშვნელოვნად იმოქმედა - ეროვნული ბანკი

27 თებერვალი, 2021 , 12:00

2021 წლის იანვარში წლიურმა ინფლაციამ 2.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო დეკემბერთან შედარებით ფასები 1.1 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, იანვარში, წინა თვესთან შ

საქართველოში კორონავირუსის 373 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

27 თებერვალი, 2021 , 11:40

საქართველოში კორონავირუსის 373 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ვირუსისგან 542 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 14 კი გარდაიცვა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 177, იმერეთში - 47, შიდა ქართლში - 41

27 თებერვალი, 2021 , 11:40

კორონავირუსის 373 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა 177, იმერეთში – 47, შიდა ქართლში – 41. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, Stopcov.

პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ქვეითმა ბატალიონმა GDRP-ის შენარჩუნების ფაზაში კულმინაციური სწავლება ჩაატარა

27 თებერვალი, 2021 , 10:59

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) დასრულების შემდეგ, პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ქვეითი ბატალიონი შენარჩუნების ფაზას საკუთარი ძალებით გადის. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვედანაყოფმა კულმინაციური სწავლ

დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს

27 თებერვალი, 2021 , 10:35

ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტი დღეიდან შაბათ-კვირასაც იმუშავებს. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე დღის წინ მიიღო. მუნიციპალურ ტრანსპორტზე შაბათ-კვირას დაწესებული შეზღუდვ

დღეიდან საქართველოში სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება

27 თებერვალი, 2021 , 10:35

საქართველოს რკინიგზა სამთვიანი პაუზის შემდეგ სამგზავრო გადაყვანებს განაახლებს. მატარებლები მაგისტრალურ მიმართულებებზე 27 თებერვლიდან იმოძრავებენ. კომპანია მოძრაობას თბილისი-ბათუმი-თბილისი; თბილისი-ზუგდიდი-თბილისი; თბილის