უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 თებერვალი, 2017 15:25
font-size

მამა გიორგის ჰქონდა შესაძლებლობა აუდიენცია მოეთხოვა პატრიარქთან, წერილის გაგზავნის აუცილებლობა არ იყო - მამა მიქაელ ბოტკოველი

კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის, მამა მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, წერილის შინაარსიდან გამომდინარე, რომელიც თითქოს მამა გიორგი მამალაძემ ორი თვის წინ პატრიარქს გაუზაგვნა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის ნამდვილად მამა გიორგის გაგზავნილია.

ამასთან, როგორც მამა მიქაელ ბოტკოველმა აღნიშნა, მამა გიორგის პატრიარქთან ურთიერთობა ეპისტოლარულ ჟანრში არ უნდა დასჭირვებოდა, რადგან მას როგორც საპატრიარქოს ქონების მართვის ხელძღვანელის მოადგილეს, პატრიარქთან აუდიენციის მოთხოვნა არ უდა გაჭირვებოდა.

„მეც, რუსთავი2 -ის მეშვეობით შევიტყვე ამის შესახებ. თემები, რომელბზეც არის იქ საუბარი ნამდვილად შედიოდა მამა გიორგისთან, მის განსახილველ საკითხთა შორის იყო. დიდი ალბათობით, თუ რა თქმა უნდა, ამას მტკიცებულება სჭირდება და მამა გიორგის ალბათ ექნება ამის საშუალება დაადასტუროს ან უარყოს, თემატიკიდან გამომდინარე ეს შესაძლებელია იყოს მისი წერილი. რადგან იქ ისეთ საკითხებზეა საუბარი, რომლებთანაც მას ჰქონდა შემხებლობა პირდაპირი თუ არა პირდაპირი. მაგრამ მე აქედანვე მინდა გითხრათ, რომ ამ წერილში ასახული ბევრი საკითხი არის ძალიან დრამატიზირებული და მისი ასეთი ეპისტოლარული ჟანრით პატრიარქისთვის მიწოდება ვფიქრობ არ იქნებოდა სწორი. მამა გიორგის ჰქონდა, მის უწმინდესობასთან, როგორც ქონების სამსახურის უფროსის მოადგილეს, როგორც კლინიკის დირექტორს შეხვედრის შესაძლებლობა და ასეთი წერილის გაგზავნის აუცილებლობა არ ექნებოდა.

პატრიარქი არ არის ჩაკეტილი ადამიანი და მასთან რიგითი სასულიერო პირებიც კერძო საკითხებზე ხშირად მიდიან და ესაუბრებიან, მითუმეტეს როდესაც არის ადამიანი ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე მას ნებისმიერ დროს შეეძლებოდა, რომ მოეთხოვა მის უწმინდესობასთან აუდიენცია და არც ამის ნაკლებობას განიციდიდა მამა გიორგი, რადგან ის ძალიან ხშირად იმყოფებოდა საპატრიაქოში“,-აღნიშნა მამა მიქაელ ბოტკოველმა.

მონიკა დავლიანიძე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი