უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

23 მაისი, 2018 14:15
font-size

,,მამაჩემი გმირია... თქვენხელა იყო თავისუფლებისთვის რომ იბრძოდა, არა ნარკოტიკისთვის“ - ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ჯარისკაცის შვილის მიმართვა

ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ მოვლენებსა და საპროტესტო აქციებს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ერთ-ერთი ჯარისკაცის შვილი ნინო ფიფია სოცაილური ქსელით ეხმიანება:

“რასაც ახლა დავწერ მინდა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს და წაიკითხოს. ამ პოსტის შემდეგ ვიღაც ბეცს, ჩამორჩენილს და ბნელს მიწოდებს, მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას.

ჩვენ ერთი თაობა ვართ, ერთი თაობის ორი მხარე, რომელთაგან ერთ-ერთი ჯურღმულში მიექანება. საკითხავია რომელი?! მაპატიეთ რომ არ ვარ “პროგრესულად მოაზროვნე”, მაპატიეთ რომ თავისუფლებას ნარკოტიკში ვერ ვხედავ, მაპატიეთ რომ ბნელი ვარ.

იცით მამაჩემი გმირია. დიახ, გმირის შვილი ვარ. ზუსტად თქვენხელა ქვეყნის მთლიანობას იცავდა. თქვენხელა იყო თავისუფლებისთვის რომ იბრძოდა, არა ნარკოტიკისთვის. ის და მისნაირები არიან თავისუფლებისთვის მებრძოლები. თქვენ კი ნახირი ხართ. ესეც მაპატიეთ!

ეროვნული გამოთაყვანება ჭირს საქართველოს.

იძახით ჩვენ ვართ საქართველოს მომავალიო, პროგრესულად მოაზრვნე ახალგაზრდებიო. ან პროგრესი დამანახეთ, ან აზროვნება.

საერთოდ რას ეძახით მომავალს? თუ ეს გველის რაც ვნახე და მოვისმინე , მე აქ ვრჩები, ჩემს სიბნელეში.

ყოველთვის მიმაჩნდა , რომ საქართველოში ნარკოპოლიტიკა გადასახედი იყო. ვთვლიდი და ვთვლი რომ მოხმარებისთვის ციხეში რვა წელი “ყურყუტი” უსამართლობაა, მაგრამ ნარკორეალიზატორებისთვის სამუდამოც ალალია. ნუ ითხოვთ ნურაფრის ლეგალიზაციას. თქვენ მე ვეღარ შემცვლით, მაგრამ მაგალითს მისცემთ ჩემს პატარა დას, ცუდისკენ უბიძგებთ ჩემს შვილებს. მე ჯანსაღი გარემო მინდა. მინდა შემდეგ თაობას თავისუფლების არსი სწორად ესმოდეს.

მე, ბნელი 19 წლის გოგო, ვთვლი, რომ თავისუფლებას გაუნათლებელი ერი ვერ ეღირსება. მე პირადად ვერც ბარიგა და ვერც მომხმარებელი ვერ შემზღუდავს. თქვენ კი იქ თავისუფლებას კი არა თქვენს სიამოვნებას იცავთ. ნახევარზე მეტი “მიგრეკეს”. ბევრი ჩემი ნაცნობი პონტის გამო მიხვედით. თქვენთ გინდათ იყოთ ევროპა და ამერიკა, მაგრამ მანამდე ქართველობა გავიწყდებათ. გაუბედეთ ევროპის და ამერიკის მთავრობებს ასეთი “ტინგიცი”, დარბევა და ტყვიის ზუზუნი მერე ნახეთ.

მე, თქვენს ბნელ თანამოქალაქეს, უვიც თანატოლს, მეცოდებით, გული მტკივა თქვენზე. ჩვენს ქვეყანაში ნარკოტიკზე პრობლემური საკითხები არ გვაგქვს? მოიტანეს საზღვარი თბილისამდე. ვის ადარდებს? მთავარია “ტუსოვკებზე ვიძიგძიგოთ”.

ჩვენ ქვეყანას უკეთესობისკენ უნდა ვცვლიდეთ, ჩვენი იმედი უნდა ჰქონდეს საზოგადოებას, მაგრამ საით მივექანებით. მე მირჩევნია ვიყო ბნელი და არა გაბრუებული. მირჩევნია ქვეყანაზე დარდი მატირებდეს და არა ნარკოტიკის “ლომკა”. მე და ჩემნაირები დავიცავთ ქვეყნის ისტორიას და ტრადიციებს, დავიცავთ მათ სახელს ვისი სისხლითაც აქამდე მოვედით და ვისი ამაგიც უბრალოდ პროგრესულებმა წაბილწეთ.

ვამაყობ პოლიციითა და სპეცრაზმით. მადლობა შსს-ს გადარჩენილი სიცოცხლისთვის. თქვენს სინათლეში ჯდომას ჩემი ბნელი მირჩევნია. ახლა გადაწყვიტეთ ვინ მიექანება ჯურღმულში. შეგიძლიათ თავით გადაეშვათ, მაგრამ საქართველოს არ გაგატანთ!”, – წერს ნინო ფიფია.

საკვანძო სიტყვები:

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა

25 მარტი, 2024 , 18:59

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და &bd

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ფიქრი, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიის სახით და რა უნდა ვაკეთოთ ეკლესიისა და ქვეყნის უფრო განვითარებისთვის - მეუფე შიო მუჯირი

25 მარტი, 2024 , 17:35

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

25 მარტი, 2024 , 13:51

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles - ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

25 მარტი, 2024 , 13:44

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი,  სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი