უახლესი ამბები
- 26.01.2021 17:52პრეზიდენტმა ტოივო კლაართან ვაქცინის მოწოდებისა და კოვიდსოლიდარობის საკითხზე ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა
- 26.01.2021 17:48საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ შექმნილ ურთულეს გარემოს - საგარეო უწყება
- 26.01.2021 17:26ელექტრონულ ფორმატში აბიტურიენტებისათვის ღია კარის დღეების გამართვა გრძელდება
- 26.01.2021 17:22უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავეს
- 26.01.2021 17:181 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3011 ლარი გახდა
- 26.01.2021 17:13ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა თურქეთის ელჩთან შეხვედრა გამართა
- 26.01.2021 17:07ევროსაბჭოს სესიაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით უარყოფით შეფასებებს უფრო მეტს ველოდი, ვიდრე ეს გამოითქვა - ფრიდონ ინჯია
- 26.01.2021 16:58“თეატრალურ უნივერსიტეტში ყალბი დიპლომების გაცემას ირაკლი კობახიძის ოჯახის წევრები მფარველობენ” – რას აცხადებს ყოფილი ლექტორი
- 26.01.2021 16:52“კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაა” - ცხრა ოპოზიციური პარტია ერთობლიც განცხადებას ავრცელებს
- 26.01.2021 16:48თბილისში ვირუსის დადებითობის მაჩვენებელი უკანასკნელ 24 საათში 6%-ია
არქივი
სამართალი


მამუკა ახვლედიანი მერაბიშვილის და ახალაიას გვერდით უნდა იჯდეს - ,,უფლებადამცველთა გაერთიანებამ“’ მამუკა ახვლედიანის წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება შეიტანა
“უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ მთავარ პროკურატურაში მამუკა ახვლედიანის წინააღმდეგ განცხადება შეიტანა, რომლითაც საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის დაწყებას მოითხოვს.
განცხადების შეტანამდე ნიკოლოზ მჟავანაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და მედიისთვის მამუკა ახვლედიანის შესაძლო კორუფციულ სქემაში მონაწილეობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
,,ჩვენს მიერ მოძიებულ იქნა ოფიციალური დოკუმენტები საჯარო რეესტრიდან, ასაბუთებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის (საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე 2012-2016) მიერ არადეკლარირებული ქონების არსებობას და მის სავარუდოდ კორუფციულ სქემაში მონაწილეობას.
კერძოდ, როგორც სააჯარო რეესტრის ამონაწერებით ირკვევა: მამუკა ახვლედიანის ოჯახის სახელზე მილიონებათ შეფასებული უძრავი ქონება ირიცხება. საუბარია თბილისში პოლიტკოვსკაიას #3-ში მდებარე 3079 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე დამაგრებულ შენობა-ნაგებობაზე. იქ განთავსებულია თბილისში ცნობილი სკოლა „ოლიმპი“. ქონება შპს „ოლიმპი თბილისი+“-ის საკუთრებაა. საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ კომპანიის 66%-იანი წილი 2016 წლის 29 ნოემბერს მამუკა ახვლედიანმა შეიძინა, რაშიც 800 ათასი აშშ დოლარი გადაიხადა. 2 დეკემბერს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე 50 პროცენტიანი წილი მეუღლეს – ქეთევან აბესაძეს, 16 პროცენტიანი წილი კი ქალიშვილს – ნინი ახვლედიანს გადაუფორმა. 34 პროცენტიანი წილის მესაკუთრეთ კი მამუკა ახვლედიანის სიძე, ნინი ახვლედიანის ქმარი – მანუჩარ გუგეშაშვილია მითითებული. ეს უკანასკნელი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, მამუკა გუგეშაშვილის ვაჟია.
მას შემდეგ, რაც მამუკა ახვლედიანმა შეიძინა და საკუთარი ოჯახის წევრებზე გადაანაწილა შპს „ოლიმპი თბილისი“-ის წილები, კომპანიის ქონება „პროკრედიტ ბანკში“ დაგირავდა. ნიშანდობლივია, რომ აქციების შესყიდვა მოხდა 29 ნოემბერს, საბანკო დაწესებულებიდან სესხის აღება კი მოგვიანებით, თითქმის წლის ბოლოს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის გაუგებარია როგორ შეძლო 800 ათასი დოლარის მობილიზება მამუკა ახვლედიანმა, რაც დაახლოებით მოსამართლის 50 წლის ხელფასს უდრის.
უძრავი ქონების სპეციალისტების აზრით, ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილას 3079 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთისა და მასზე დამაგრებული გარემონტებული, ფუნქციონირებადი შენობა-ნაგებობის 66%-იანი წილი მრავალჯერ აღემატება მამუკა ახვლედიანის მიერ გადახდილ თანხას და მისი სავარაუდო ღირებულება დააახლოებით 6 მილიონ აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს’’, - განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.
მისივე თქმით, ის რომ მამუკა ახვლედიანი გარკვეულ კორუფციულ სქემებშია გახვეული, ეს ბოლო პერიოდში გავრცელლებული აუდიო ჩანაწერებიდანაც ირკვევა.
,,კერძოდ 2016 წლის 2 ოქტომბერს რუსთავი 2 დირექტორი ნიკა გვარამიას მამუკა ახვლედიანზე ამბობს : ,, გადადგეს და წამოვიდეს და მივხედავთ. პროსტა უნდა ითქვას რაც ხდება, რა უნდა მაგის მიხედვას, სასამართლოს თავმჯდომარე რომ გადაგება და იტყვის რუსთავი2 -ის საქმეზე... მე მივხედავ, 6 მილიონიდან მაგას მივცემ რამეს, თუ ეგრე გაქვს საქმე მაინც და აზრი არ აქვს მანდ შენს ყოფნას, ეგრე ჯობია.’’
6 თებერვალს ნიკა გვარამისა და ზურაბ ადეიშვილს შორის გავრცელებულ აუდოჩანაწერშიც, როცა საუბარი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის ქრთამის მიცემაზეა ნიკა გვარამია ამბობს: ,,ახვლედიანმა მაგაზე მეტი ბევრი ფასის სამუშაო შეასრულაო’’. თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის სახელი საქართველოში ძვირადღირებული ქონების შეძენის გარდა, ოფშორულ ბიზნესშიც ფიგურირებს.
მოვითხოვთ, პროკურატურამ სამართლებრივი შეფასება მისცეს მამუკა ახვლედიანის ქმედებებს, მის სახელზე არსებული არადეკლარირებული ქონების არსებობას და ასევე სხვა ქმედებს რომელთან დაკავშირებითაც ასევე იკვეთება სხვადასხვა დანაშაულებები. პროკურატურის უსუსურობაა დღეს რომ ახვლედიანი თავისუფალია. მამუკა ახვლედიანი მერაბიშვილის და ახალაიას გვერდით უნდა იჯდეს და არა რუსთავი2-ის ეთერში,’’-განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.
საკვანძო სიტყვები:

უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავეს
26 იანვარი, 2021 , 17:22

დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილის დევნის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ფანგანს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდა
26 იანვარი, 2021 , 14:10

პოლიციამ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 1 368 ფაქტი გამოავლინა
26 იანვარი, 2021 , 11:45

ნარკოდანაშაულისთვის ცოლ-ქმარი დააკავეს
26 იანვარი, 2021 , 11:00
ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე დააკავეს
25 იანვარი, 2021 , 15:35

ბოლო 24 საათში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 764 ფაქტი გამოვლინდა
24 იანვარი, 2021 , 10:46