უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

31 იანვარი, 2017 15:15
font-size

მამუკა ახვლედიანს თანამდებობაზე აღდგენაზე სააპელაციო სასამართლომაც უარი უთხრა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის მიერ 2016 წლის 28 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მამუკა ახვლედიანის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის თანამდებობაზე აღდგენას ეხებოდა.

საუბარია, თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის სარჩელზე, რომლითაც ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას მისი თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე აპროტესტებდა და თანამდებობაზე აღდგენას ითხოვდა. მეორე ინსტანციის სასამართლომ კი, საქალაქო სასამართლოს მსგავსად მას თანამდებობაზე აღდგენაზე უარი უთხრა.

მამუკა ახვლედიანი გადაწყვეტილებას სამარცხვინოს უწოდებს და გადაწყვეტილების გასაჩივრებას საკასაციო წესით, უზენაეს სასამართლოში გეგმავს. გარდა ამისა, ახვლედიანი სარჩელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოშიც შეიტანს.

„ეს არის სირცხვილი, იმიტომ, რომ ნამდვილად ყველამ იცის რაც ხდება ჩემს საქმესთან დაკავშირებით და ალბათ, ასეთ სწრაფ რეჟიმში განხილვაც მხლოდ იმიტომ არის, რომ ალბათ ჩინჩალაძეს მიუსწროს უზენაეს სასამართლოში, რომელსაც ვადა ეწურება და მიიღოს მონაწილეობა განაწილებაში ან საქმის განხილვაში, რომ დადგეს მათთვის სასურველი შედეგი.

აუცილებლად, წმინდა სამართლებრივად, ეს პროცედურები უნდა გავიაროთ. გასაჩივრდება უზენაეს სასამართლოში და აუცილებლად მივმართავ სტრასბურგის სასამართლოსაც სიმართლის დასადგენად. გარწმუნეთ, რომ ზალიან დიდი თანხები დაეკისრება სახელწმიფოსაც. მე კატეგორიულად მოვითხოვ, რომ იმ ადამიანებმა გადაიხადონ ეს თანხები, ვინც მსგავსი გადაწვეტილება მიიღო “-განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

ნინო ექვთიმიშვილი

ძმის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 სექტემბერი, 2020 , 17:50

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 აპრილის გამამართლებელი განაჩენი და ძმის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ჯ.ჭ. დამნაშ

ფოთის გეზში არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს

24 სექტემბერი, 2020 , 17:10

გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ,,ფოთი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს. უწყების ცნობით, საქონლის საბაჟო ღირებულებამ 37,240 ლარი

აღურიცხავი საწვავის შემოტანა მკაცრ კონტროლს ექვემდებარება

24 სექტემბერი, 2020 , 14:20

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო ზედამხედველობის ფარგლებში, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ტრანსპორტის გადაადგილებისას მკაცრად კონტროლდება აღურიცხავი საწვავი

ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის, მუქარისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

24 სექტემბერი, 2020 , 11:30

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ზ.დ. ყოფილი მეუღლ

კიბერდანაშაულის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

24 სექტემბერი, 2020 , 11:30

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო-

შემოსავლების სამსახურმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინა

23 სექტემბერი, 2020 , 14:20

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლების მიერ მარტვილის რაიონის სოფელ ხუნწში განხორცილებული ღონისძიებების შედეგ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.