უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 აგვისტო, 2019 16:20
font-size

მამუკა ბახტაძე არც უარყოფს და არც ადასტურებს შემოდგომაზე სამთავრობო ცვლილებებს

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე არც უარყოფს და არც ადასტურებს "კუირერის" ინფორმაციას, რომ შემოდგომაზე სამთავრობო ცვლილებები იგეგმება.

სანდრო წყარო „ქართული ოცნებიდან“ კი "კურიერს" უყვება, რომ მამუკა ბახტაძის ბედი გადაწყვეტილია და მას უშვებენ. მომავალ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ქვეყანას ახალი პრემიერი ეყოლება. გუნდში ახლა ბახტაძის შემცვლელზე მსჯელობენ.

"კურიერის" ინფორმაციით, ჭიდილი ორ კლანს შორის მიდის, ღარიბაშვილის გუნდს პრემიერობის საკუთარი კანდიდატი ჰყავს, გახარიას კი ივანიშვილი ლობირებს.

„მე ფაქტობრივად რამდენჯერმე გავეცი ამ შეკითხვას პასუხი. სამწუხაროდ, ეს საკითხი პერიოდულად ისევ და ისევ იწევა, ეს გასაგებია. ქართულ პოლიტიკას ეს ახასიათებს, მთავარი არის პროგრამა. პროგრამა, რომელიც ჩვენ გვაქვს, ეს არის ერთმნიშვნელოვნად, სწორი გზა იმისთვის, რომ დავძლიოთ საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები. მე ვფიქრობ, რომ ამაზე უნდა იყოს ძირითადად საუბარი. ჩვენ ვართ გუნდი და ჩვენ გვაქვს პირდაპირი კომუნიკაცია საზოგადოებასთან. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენ გუნდში, რომ ჩვენ 2020 წლის საარჩევნო პროგრამით, რომლითაც წარვდგებით ქართული საზოგადოების წინაშე, ის პასუხობდეს ყველა იმ მტკივნეულ გამოწვევას, რომელიც არის ჩვენი საზოგადოების წინაშე,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე თამარ ჩუგოშვილი შესაძლოა, გია ვოლსკიმ შეცვალოს

16 ნოემბერი, 2019 , 16:50

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე თამარ ჩუგოშვილი შესაძლოა, გია ვოლსკიმ შეცვალოს. მეცხრე მოწვევის პარლამენტში, ამჟამად, გია ვოლსკის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერისა და ვიცე-სპიკერის პოსტი უკავ

კახაბერ ოქრიაშვილი სპეციალური განცხადებას ავრცელებს

16 ნოემბერი, 2019 , 16:30

წალკისა და დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი კახაბერ ოქრიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს: „საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2006 წლიდან დღემდე, უცვლელად ვუჭერ მხარს მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას. ამის შესახებ გაცხ

სოფო ქაცარავამ პარლამენტის მანდატიც დატოვა

16 ნოემბერი, 2019 , 16:15

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო მანდატი დატოვა. აღნიშნული განცხადება ქაცარავამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. “დღეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მივიღე, თუმცა ჩემი გადმოსახედიდან

გერმანული მოდელი კონსტიტუციასთან თავსებადი არ არის - ირაკლი კობახიძე

16 ნოემბერი, 2019 , 14:10

გერმანული მოდელი კონსტიტუციასთან თავსებადი არ არის, აქედან გამომდინარე, ამაზე მსჯელობა სამართლებრივი თვალსაზრისით, შეუძლებელია,- ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთ

ჩვენ აუცილებლად მოვიკრებთ ძალას და ავიღებთ მომავალზე პასუხისმგებლობას - არჩილ თალაკვაძე

15 ნოემბერი, 2019 , 15:39

ქვეყანაში არ იქნება არავითარი კრიზისი, ხოლო არჩევნები კონსტიტუციით დადგენილი წესით, განსაზღვრულ ვადებში, დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკ

ხვალ უმრავლესობის სხდომა გაიმართება

15 ნოემბერი, 2019 , 15:20

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, ხვალ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისშიუმრავლესობის სხდომა გაიმართება. მისივე თქმით, სამწუხაროა იმ ოპონენტების პოზიცია, ვინც პარტია დატოვა, მაგრამ ეს მათი პირადი აზ