უკან

პოლიტიკა

12 სექტემბერი, 2018 15:55
font-size

მამუკა ბახტაძე IRI-ს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტს დანიელ თვინინგს შეხვდა.

შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა და სტუმრებმა ისაუბრეს საქართველოს, როგორც დასავლეთის პარტნიორ და დემოკრატიის საყრდენ ქვეყანაზე. ასევე, საუბრის თემა იყო ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ჰუმანიტარული პრობლემები და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.

შეხვედრაზე ისაუბრეს განათლების რეფორმაზე. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ განათლების სექტორის განვითარება უმთავრესი პრიორიტეტია და მთავრობის მიზანია, განათლების წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში ორნიშნა რიცხვს გაუტოლდეს.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება კვლავაც უზრუნველყოფს საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატიულ, თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებას და გამოთქვამს მზადყოფნას, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ამ პროცესში საერთაშორისო დამკვირვებლების და მესამე სექტორის ჩართულობას.

IRI-ს დელეგაცია საქართველოში მაკკეინის ინსტიტუტის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის თბილისის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება.

პოლიტიკური გაერთიანება „რეფორმატორები“ ახალ თავმჯდომარეს აირჩევს

21 აპრილი, 2019 , 10:00

2019 წლის 21 აპრილს, 14:00 საათზე სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ (რუსთაველის გამზ. 13, საკონფერენციო დარბაზი) გაიმართება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „რეფორმატორების“ მორიგი ყრილობა. ყრილობის დღ

პოლიტიკური გაერთიანება „რეფორმატორები“ ახალ თავმჯდომარეს აირჩევს

20 აპრილი, 2019 , 15:00

2019 წლის 21 აპრილს, 14:00 საათზე სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ (რუსთაველის გამზ. 13, საკონფერენციო დარბაზი) გაიმართება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „რეფორმატორების“ მორიგი ყრილობა. ყრილობის დღ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა

20 აპრილი, 2019 , 12:15

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. როგორც სუს-ში აცხადებენ, მხარეებმა უსაფრთხოების მიმართულებით ევროკავშირ

საქართველოს პრეზიდენტსა და ესტონეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

20 აპრილი, 2019 , 10:20

საქართველოს პრეზიდენტსა და ესტონეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით გაიმართა. სალომე ზურაბიშვილმა მადლობა

გიორგი ქობულიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მივიღე მე - მამუკა ბახტაძე

19 აპრილი, 2019 , 15:40

საქართველოს პრემეირ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ გიორგი ქობულიასთან გუშინაც ჰქონდა შეხვედრა და დღესაც ექნება მთავრობის სხდომის შემდეგ. ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა ჟურნალის

ნათია თურნავას ამბიციური და მკაცრი დავალებები ექნება შესასრულებელი - მამუკა ბახტაძე

19 აპრილი, 2019 , 14:25

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად ნათია თურნავა წარადგინა. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, დავალებები, რომელიც ახალ მინისტრს ექნება შესასრულებელი იქნება ამბიციურ

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019