უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

22 მარტი, 2019 14:10
font-size

მამუკა ბახტაძე რომან გოცირიძეს: გვამებს მალავდით სტატისტიკის წარმოებისთვის

სწორედ ეს არის მთავარი ღირებულებითი სხვაობა ჩვენს შორის, ჩვენთვის ადამიანი და მისი უფლებებია მთავარი ღირებულება, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დეპუტატ რომან გოცირიძეს, რომელმაც ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენურ ვითარებასთან დაკავშირებით პრემიერს დამაზუსტებელი კითხვით მიმართა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, სტატისტიკა აჩვენებს, რომ კრიმინოგენური ვითარება საქართველოში არ არის ისე გაუარესებული ისე, როგორც ამის დახატვას ოპოზიცია ცდიილობს.

“ეს არის სწორი სტატისტიკის წარმოება და არა ის, რასაც თქვენ აკეთებდით. გვამებს მალავდით სტატისტიკის წარმოებისთვის. შეიცვალა მეთოდოლოგია და მე ეს ავხსენი და იმის ნაცვლად, რომ ამ სტატისტიკაზე დაყრდნობით ჩვენ მოვისმინოთ კონკრეტული რეკომენდაციები, თუნდაც მწვავე კრიტიკა, რომ იმ მიმართულებებში, სადაც არის ზრდა, რა პრევენციული მექანიზმებია გასაკეთებელი, თქვენ მე და ქართულ საზოგადოებას გვიმტკიცებთ, რომ რასაც თქვენ სჩადიოდით 2012 წლამდე, ეს იყო სწორი - ადამიანების უფლებების გაუბედურება.

ეს არ არის ალტერნატივა. ალტერნატივა არის ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტი. კრიმინალთან ბრძოლა არ შეიძლება ხდებოდეს ადამიანთა უფლებების ხარჯზე და დაიმახსოვრეთ, ასეთი რამ საქართველოში აღარასოდეს იქნება. ჩაყევით სტატისტიკას და მიხვდებით, რომ რაც თქვენ განაცხადეთ ტყუილია, რომ თითქოს ადამიანებმა, რომლებმაც დატოვეს ციხე, გამოიწვიეს ამ სტატისტიკის ზრდა. ეს არის ძალიან იაფფასიანი პოპულიზმი. ციფრები არის ძალიან ნათელი და წერილობით ფორმაშიც მოგაწვდით, ამის პირობას გაძლევთ.

ბოლოს მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, კრიმინალთან ბრძოლა კომპლექსური პროცესია და ყველა ქვეყნისთვის ეს არის გამოწვევა, ჩვენზე განვითარებული ქვეყნებისთვისაც კი. აქ არ არსებობს ჯადოსნური ფორმულა, რომ რომელიმე ერთი კანონის მიღებით პრობლემა ერთ დღეში გვარდებოდეს, მაგრამ მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, ჩვენ არასოდეს დავუშვებთ, რომ კრიმინალთან ბრძოლა ხდებოდეს ადამიანთა უფლებების ხარჯზე. ჩვენ ეს უკვე გავიარეთ და ეს წარსული საქართველოში არასოდეს დაბრუნდება. ჩვენ ვიქნებით შეურიგებელი კრიმინალთან ბრძოლაში და ამავე დროს, გავაგრძელებთ რეფორმების გატარებას. საზოგადოება დარწმუნდება, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა და ჩვენ ძალიან ეფექტურები ვართ კრიმინალთან ბრძოლაში ისე, რომ ვინარჩუნებთ ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლეს სტანდარტს”, - აღნიშნა პრემიერმა.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - იგორ ნარმანია

25 მარტი, 2024 , 11:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი