უკან

პოლიტიკა

25 მარტი, 2019 10:15
font-size

მამუკა ბახტაძემ და იენს სტოლტენბერგმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი განიხილეს

საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრისას აღინიშნა საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების წარმატებით შესრულება და ინტეგრაციული მექანიზმების ეფექტიანი გამოყენება.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ალიანსის ერთგულება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება.

ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ასევე ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში.

მხარეებმა ისაუბრეს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში(JTEC) ნატოს ეგიდით მიმდინარე სწავლებაზე, რომელიც ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისა და ნატოსთან თავსებადობის ამაღლების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო რეგიონში არსებული ვითარება. ქართულმა მხარემ ნატოს გენერალურ მდივანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ალიანსის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებებში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დელეგაციისა და საქართველოს მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

საქართველოს და ბულგარეთს შეუძლიათ, ევროპასა და აზიას შორის ხიდის ფუნქცია შეასრულონ - ირაკლი კობახიძე

17 ივნისი, 2019 , 16:04

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით, ბულგარეთის რესპუბლიკაში იმყოფება. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა ბულგარეთ

მსოფლიო ბანკი საქართველოს განათლების სისტემისთვის 90 მლნ ევროს გამოყოფს

17 ივნისი, 2019 , 15:56

მსოფლიო ბანკი განათლების სისტემისთვის 90 მლნ ევროს გამოყოფს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა,

„ოცნება“ თავისი პოლიტიკით რუსეთს აძლიერებს - ლევან სამუშია

17 ივნისი, 2019 , 15:35

„ქართული ოცნება“ თავისი მიზანმიმართული პოლიტიკით აძლიერებს რუსეთს საქართველოში და ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის, რათა საქართველოში აღმოცენდნენ რუსეთის მიერ მართული სკინჰედური ორგანიზაციები, - ასე აფასებს „თავი

სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის ოქმში ასახულია ყველა ის პრიორიტეტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ ურთიერთობები - პრემიერი

17 ივნისი, 2019 , 15:20

აშშ-საქართველოს ახალი სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის ოქმში ასახულია ყველა ის პრიორიტეტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო მაღალ, ხარისხობრივად ახალ დონეზე ავიყვანოთ ურთიერთობები ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის

სასამართლო რეფორმის მე-4 ტალღის კანონპროექტი სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების და საერთაშორისო პარტნიორების აქტიურად ჩართულობის საუკეთესო მაგალითი იყო - მამუკა ბახტაძე

17 ივნისი, 2019 , 15:20

სასამართლო რეფორმის მე-4 ტალღის კანონპროექტი სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების და საერთაშორისო პარტნიორების აქტიურად ჩართულობის საუკეთესო მაგალითი იყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტ

ცესკო-მ საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა

17 ივნისი, 2019 , 14:37

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. ცესკო-ში გამართულ სხდომაზე, შემაჯამებელ ოქმს ცესკო-ს თავმჯდომარემ და კომისიის მდივანმა მოაწერეს ხელი. საქართველოს