უკან

პოლიტიკა

15 მაისი, 2019 15:40
font-size

მამუკა ბახტაძემ და კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს

საქართველოსა და ყაზახეთის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს ძალიან ფართო პერსპექტივა აქვს და მნიშვნელოვანია ამ მხრივ არსებული პოტენციალის სრულად ათვისება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევისშეხვედრაზე აღინიშნა.

პრეზიდენტმა ტოკაევმა პრემიერ-მინისტრ ბახტაძეს, დელეგაციასთან ერთად, „აკორდას“ სასახლეში უმასპინძლა.

საუბრისას ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი კომისიის საქმიანობაზე, რომლის ფარგლებში მხარეებმა სავაჭრო ბრუნვის გაორმაგების კონკრეტულ გზებზე უნდა იმსჯელონ.

პრემიერის შეფასებით, ამ პროცესში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს დღეს ხელმოწერილი საგზაო რუკაც, რომელიც 2019-2022 წლებში საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის საქონელბრუნვის ნომენკლატურის გაფართოებას გულისხმობს. დადებითად შეფასდა ინვესტიციების სფეროში აქტიური თანამშრომლობა და ამ კუთხით არსებული მიღწევები.

განხილვის ერთ-ერთი თემა იყო ორი ქვეყნის პორტების თანამშრომლობის გააქტიურება. ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა გამოთქვა რწმენა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი და ამასთანავე, ასტანას ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობა ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებას ახალ იმპულსს მისცემს.

კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა მამუკა ბახტაძეს წინასწარ მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – 26 მაისი და ქართველ ხალხს კეთილდღეობა უსურვა.

შეხვედრისას ასევე საუბარი შეეხო ყაზახეთში 9 ივნისს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს.

პრეზიდენტმა ტოკაევმა განაცხადა, რომ არჩევნები გამჭვირვალედ, რესპუბლიკის კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება.

გწერთ შეშფოთებული ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო - სენატორ როჯერ ვიკერის წერილი საქართველოს მთავრობას

26 იანვარი, 2020 , 12:11

სენატორი როჯერ ვიკერი პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას წერილს უგზავნის. წერილი, რომელიც 19 დეკემბრით არის დათარიღებული, გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაასაჯაროვა. „ძვირფასო პრემიერ-მინისტრო გახარია, რო

კიდევ ერთი კრიტიკულ წერილს გახარიას კონგრესმენი, ბრაიან ბაბინი უგზავნის

25 იანვარი, 2020 , 11:53

საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას, კრიტიკულ წერილს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კიდევ ერთი წევრი, რესპუბლიკელი კონგრესმენი ბრაიან ბაბინი უგზავნის. წერილი, რომლითაც კონგრესმენი შეშფოთებას გამოხატავს დემოკრატი

ვახტანგ მახარობლიშვილმა და დავით ბაქრაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

25 იანვარი, 2020 , 10:45

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ-საქართველოს სტრატეგიული კომუნიკაციების პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ადამიანებს შორის კავშირების ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში საქართველოს საელჩო „ტ

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველო ყოველთვის იყოს განხილვის თემა, როდესაც თქვენ - ჩვენი მეგობრები, ევროპის მომავალზე ისაუბრებთ - გიორგი გახარია

23 იანვარი, 2020 , 17:25

აქ ვიმყოფები, როგორც იმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრია და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია; მეორე ფაქტორი ის გახლავთ, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფება შემდგარი ფაქ

ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და ეს არის ჩვენი მოქალაქეების წინაშე მდგარი ყოველდღიური გამოწვევა - გიორგი გახარია

23 იანვარი, 2020 , 17:25

ჩვენ გამოწვევებით სავსე რეგიონში ვიმყოფებით და როდესაც რუკაზე ამ სამეზობლოს შეხედავთ, ამაში თავადაც დარწმუნდებით; აქტუალურია ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის საკითხი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დ

საქართველოს მეგობრების განცხადებების ფონზე, სრულიად სამარცხვინო და არასერიოზულია საქართველოს ხელისუფლების რეაქცია - „თავისუფალი საქართველო“

23 იანვარი, 2020 , 15:35

პარტია „თავისუფალი საქართველო“ ბოლო პერიოდში შეერთებული შტატების კონგრესისა და ევროპარლამენტის წევრების მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოგზავნილ წერილებსა და რეკომენდაციებს ეხმაურება. როგორც „თავისუფ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`