უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 ნოემბერი, 2018 14:55
font-size

მამუკა ბახტაძემ ძალოსნობაში წარმატებით მოასპარეზე სპორტსმენებს უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ძალოსნობაში წარმატებით მოასპარეზე სპორტსმენებს უმასპინძლა.

მთავრობის მეთაურმა სპორტსმენებს მიღწეული წარმატებები მიულოცა და აღნიშნა, რომ ქართველი სპორტსმენების წარმატებული ასპარეზობა ხელს უწყობს სპორტის კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების წინაპირობაა.

შეხვედრაზე ისაუბრეს სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მნიშვნელობაზე, საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხზე, სახელმწიფოს მხრიდან სპორტის აღნიშნული სახეობების ფინანსურ ხელშეწყობაზე და სპორტული მედიცინის განვითარების აუცილებლობაზე. პრემიერი დაინტერესდა ტოკიოს მსოფლიო ჩემპიონატის მზადების პროცესთან დაკავშირებით.

სპორტსმენებმა პრემიერ-მინისტრს სპორტის სფეროს მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადეს

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი, მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონი, რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე, საქართველოს ძალოსანთა ნაკრების კაპიტანი ირაკლი თურმანიძე, ძალოსანი რევაზ დავითაძე, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ავთანდილ გახოკიძე, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე და ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი ესწრებოდნენ.

საკვანძო სიტყვები:

გვსურს, ყველას მოვუწოდოთ, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ადვოკატის როლის და ფუნქციის სწორად გააზრებისკენ - ადვოკატთა ასოციაცია

10 დეკემბერი, 2018 , 17:05

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ეხმიანება ქალთა მოძრაობის წარმომადგენელთა მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლითაც ახლადარჩეულ პრეზიდენტს მოუწოდებენ გადახედოს საპარლამენტო მდივნად ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას კანდიდატურას. როგორ

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით კამპანია „არა ბულინგს“ დაიწყო

10 დეკემბერი, 2018 , 17:05

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით საქართველოს მასშტაბით კამპანია „არა ბულინგს“ დაიწყო. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს 7 ქალაქში - ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თელავსა და რუსთავში ბული

ფქვილის მარაგებს წყალობით რამდენიმე თვე ვახერხებდით, რომ პურზე დაბალი ფასი შეგვენარჩუნებინა - „იფქლის“ საზოგაოდებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი

10 დეკემბერი, 2018 , 16:10

პურის მწარმოებელი კომპანია „იფქლის“ საზოგაოდებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის, მარიამ გოგიშვილის განცხადებით, კომპანია ფქვილის მარაგების წყალობით რამდენიმე თვის განმავლობაში ინარჩუნებდა ძველ ფასს. მისი

ლიბერთიმ საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციის გამარჯვებული მასწავლებლები დააჯილდოვა

10 დეკემბერი, 2018 , 16:10

8-9 დეკემბერს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა მაიკროსოფტისა და ლიბერთის მხარდაჭერით მეხუთე საგანმანათლებლო ტექნოლოგიურ კონფერენციას უმასპინძლა, რომლის მიზანი სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ახალ

დღეს, 18:00 საათზე გაეშვება ვებგვერდი www.vali.ge, სადაც მოქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, ე.წ. შავ სიაში საკუთარი თავი გადაამოწმოს

10 დეკემბერი, 2018 , 15:30

დღეს,  18:00 საათზე გაეშვება ვებგვერდი www.vali.ge სადაც მოქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, ე.წ. შავ სიაში საკუთარი თავი გადაამოწმოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს,

კლუბური ნარკოტიკები ძალიან საზიანოა, ეს პრეპარატები ხშირი მოხმარების შემთხვევაში ადამიანის ინტელექტუალურ ფუნქციებს აქვეითებენ - ნარკოლოგი

10 დეკემბერი, 2018 , 14:50

ნარკოლოგ თათა ასათიანის განმარტებით, ნარკოლოგები ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს მძიმე და მსუბუქი ნარკოტიკების კატეგორიებად არ ყოფენ, რადგან ორივე ჯგუფი საზიანოა ადამიანისთვის. მისივე თქმით, ხშირი მოხმარების შემთხვევაში ე.წ. კლ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`