უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 მაისი, 2019 16:45
font-size

მამუკა ბახტაძემ კრისტინ ლაგარდს უმასპინძლა

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ცალსახად დადებითად აფასებს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და იმ პროგრამას, რომელიც ფონდისხელშეწყობით მიმდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის კრისტინ ლაგარდის შეხვედრისას აღინიშნა.

მთავრობის მეთაურმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს სსფ-ის ძლიერი მხარდაჭერის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურებაა. ხაზი გაესვა „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის” (EFF) პროგრამის თანხვედრას საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმასთან.

პრემიერ-მინისტრი კრისტინ ლაგარდს ესაუბრა ქვეყანაში მიმდინარე კომპლექსური რეფორმების შესახებ, მათ შორის განათლების მიმართულებით, რომელიც განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ადამიანური კაპიტალის განვითარებას ისახავს მიზნად.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა.

ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი რეფორმების მნიშვნელობაზე, რომელთა შედეგად საქართველოს ეკონომიკა საგარეო შოკების მიმართ უფრო მდგრადი გახდა. აღინიშნა, რომ ამ ფაქტს ადასტურებს მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება რეგიონში განვითარებული პროცესების მიუხედავად. კრისტინ ლაგარდმა განსაკუთრებით პოზიტიურად შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული რეფორმები, მათ შორის განათლებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფის მიმართულებით.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ფონდი მომავალშიც განაგრძობს საქართველოსა და მთავრობის მხარდაჭერას იმ რეფორმების განხორციელებაში, რომელიც საქართველოს მაკროეკონომიკური მდგრადობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.
ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესამსახური ავრცელებს.

სადაც არის გახარია, იქ არის სისხლი და ცხედრები - გედევან ფოფხაძე

25 ივნისი, 2019 , 14:16

„სადაც არის გახარია, იქ არის სისხლი და ცხედრები - ეს არის რეალობა,"-ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ პარლამენტის სესიის დარბაზში განაცხადა. ფოფხაძის თქმით, გახარია უნდა გადადგეს და ხელისუფლებ

მათ მორალური უფლება არ აქვთ იმსჯელონ იმაზე, ვინ დაიკავებს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელს - სამადაშვილი

25 ივნისი, 2019 , 12:35

მათ მორალური უფლება არ აქვთ იმსჯელონ იმაზე, ვინ დაიკავებს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელს - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი. „დღევანდელი სხდომის პირველი საკითხი უ

პარლამენტში ვითარება უკიდურესად დაძაბულია

25 ივნისი, 2019 , 12:24

პარლამენტში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება მამუკა მდინარაძის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც ოპოზიცია 20 ივნისის მოვლენების პროვოცირებაში დაადანაშაულა.

ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო და ყოვლისმომცველი ხდება - ლევან იზორია

25 ივნისი, 2019 , 11:55

იტალიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ნეაპოლში, ნატოს გაერთიანებული ძალების სარდლობაში შეხვედრებს მართავს. ქართულ დელეგაციას ნატოს გაერთიანებული ძალების სარდლობის მეთაურმა, ე

გიორგი გახარია პარლამენტში პლენარულ სესიაზე გამოსვლას ითხოვს

25 ივნისი, 2019 , 00:11

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია წერილობით მიმართავს პარლამენტს და 20-21 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პლენარულ სესიაზე გამოსვლას ითხოვს. „საქართველოს პარლამენტი

ივანიშვილმა ამ იძულებით დათმობას მოაყოლა ნაღმები, ავაფეთქებთ მისსავე ნაღმებზე - დავით ბერძენიშვილი

24 ივნისი, 2019 , 17:38

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება: „რესპუბლიკელთა პოზიცია ამ ე