უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

21 აგვისტო, 2019 01:41
font-size

მამუკა ბახტაძემ სოფელ ახალუბანში ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული რვა ახალგაზრდა მოინახულა

ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მთელი მსოფლიო თანამეგობრობა ჩვენს გვერდით დადგა და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყველა უწყება პირველივე წუთებიდან ჩართული იყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ახალუბანში, გერკეულების ოჯახში სტუმრობისას განაცხადა, სადაც ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული რვა ახალგაზრდა მოინახულა.

მთავრობის მეთაურმა ახალგაზრდებს თავიანთ ოჯახებში მშვიდობიანი დაბრუნება მიულოცა.

“ახლა ამ წუთებში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენი ბიჭები, ჩვენი ახალგარზდები, მშვიდობით დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს. ჩვენ ვიმყოფებით ახალუბანში. ეს სამი დღე იყო ძალიან მძიმე. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ბიჭები ოჯახში მშვიდობით, ჯანმრთელად დაბრუნდნენ”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერთან ერთად სოფელში პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი იმყოფებოდნენ.

სოფელ ახალუბანში მცხოვრები 7 და მეჯვრისხევში მცხოვრები ერთი პირი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 17 აგვისტოს გაიტაცეს.

რუსეთის პატრიარქ კირილეს ქმედება ჩვენთვის გაუგებარია და აღიქმება სეპარატიზმის წახალისებად - საქართველოს საპატრიარქო

21 სექტემბერი, 2019 , 15:05

საქართველოს საპატრიარქოს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური რუსეთის პატრიარქის კირილის მიერ, ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბასადმი მილოცვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "მართალია, მოსკ

50 თვითმფრინავი და ვერტმფრენი, 2 ათასი ერთეული სამხედრო ტექნიკა, 20 უპილოტო საფრენი აპარატი და სადაზვერვო ტექნიკა - ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთი სამხედრო წვრთნებს მართავს

19 სექტემბერი, 2019 , 10:40

ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთი სამხედრო წვრთნებს მართავს. „კავკაზკი უზელის“ ინფორმაციით, სწავლება რუსეთის სამხრეთში მდებარე პოლიგონებზე, ასევე სომხეთში და ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალი

კატეგორიულად მოვითხოვეთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონო აქტივობის შეწყვეტა - ირაკლი ანთაძემ

13 სექტემბერი, 2019 , 17:42

კატეგორიულად მოვითხოვეთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ნებისმიერი უკანონო აქტივობის შეწყვეტა. ამ საკითხთან დაკავშირებით გაჟღერებული იქნა დიამეტრალურად განსხვავებული მოსაზრებები, შესაბამისად, კონსე

დათა ვანიშვილი მედლინ მუნს: 88 წელიწადია საქართველოში ვცხოვრობ და ახლა გავხდი რუსეთის?

13 სექტემბერი, 2019 , 14:50

88 წელიწადია, აქა ვცხოვრობ, საქართველოში, აქ დავიბადე, აქ გავიზარდე და ახლა გავხდი რუსეთის? – ამის შესახებ საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილმა, დათა ვანიშვილმა განაცხადა, რომელიც დღეს ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან მის

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვარი გაურკვეველი ვადით ჩაკეტა

10 სექტემბერი, 2019 , 10:15

სააგენტო „რეს“-ის ცნობით, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ორ პუნქტზე ე.წ. საზღვარი გაურკვეველი ვადით ჩაკეტა. მიზეზად ცხინვალის რეჟიმი „ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საზღვრის“ ცალკეულ მონაკვეთებზე ოფი

საქართველოს საგარეო უწყება საოკუპაციო ხაზთან განვითარებული მოვლენების გამო განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოხატავს

7 სექტემბერი, 2019 , 10:40

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბოლო დროს საოკუპაციო ხაზთან განვითარებული მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო დროს საოკუპაციო ხაზთან განვითარებული უკანონო და პროვოკაციული მო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს