უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

10 დეკემბერი, 2018 16:10
font-size

მამუკა ბახტაძემ უარყო, რომ დედამისს სასამართლოში უჩივლა

“რუსთავი2”-ის ეთერში გასულ რეპორტაჟს, რომელშიც საუბარი იყო პრემიერისა და მისი დედის სამართლებრივ დავაზე, მთავრობის მეთაური მამუკა ბახტაძე გამოეხმაურა.

მისი განმარტებით, შაბათის კურიერში გასული სიუჟეტი მტკნარი სიცრუეა.

პრემიერმა დაადასტურა ის, რომ მის ოჯახს ჰქონდა ვალი, რაც უკვე გასტუმრებულია.

რაც შეეხება სასამართლო დავას, ბახტაძემ ეს “ხელშეკრულებაში არსებული სამართლებრივი ხარვეზით” ახსნა.

,,პირველ სიუჟეტში წარმოდგენილი იყო სახლი, რომელიც ჩემს ოჯახს ეკუთვნის უკვე 15 წელია, თითქოს, კავშირი აქვს ჩემს პოლიტიკურ თანამდებობაზე მოსვლასთან. გვერდზე მიწის ნაკვეთი, რომელიც, ჩემი მეზობლის ყოფილა, თურმე ჩემს ოჯახს ეკუთვნის. მეორე სიუჟეტში ვიხილეთ ამის გაგრძელება. ამ მოდელირების ავტორები ცდილობენ ფეიკ ნიუსები მაქსიმალურად იყოს წარმოდგენილი საინფორმაციო სივრცეში. ჩვენ ვხედავთ ყველანაირი ფასეულობის აღრევას, მათ შორის იმას, რომ თურმე ვალდებულების შესრულება, ეს არის ცუდი ნაბიჯი, და ვალდებულების არშესრულება შეიძლება იყოს დადებითი. ბუნებრივია, მე ასეთ ლოგიკას ვერ/არ გავიზიარებ,” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ცნობისთვის, გუშინ “რუსთვი 2″-ის ეთერში გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ბახტაძემ საკუთარ დედას სასამართლოში მისი ბინის იპოთეკაში ჩადების გამო უჩივლა.

საკვანძო სიტყვები:

არ ვიცი სამინისტროში ვიქნები, თუ სახლში - თეა წულუკიანი

24 თებერვალი, 2020 , 17:15

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ არ იცის, საარჩევნოდ იქნება თუ არა სიაში.  „რომ გითხრათ სიმართლე, მაინც არ დაიჯერებთ, რადგან მედია არ არის ორიენტირებული სიმართლეზე, ყველა მედიას არ ეხება, ბოდიშს ვ

არავის დანდობა არ იქნება - ივანე მაჭავარიანი

24 თებერვალი, 2020 , 16:55

100 მილიონ ლარამდე ყალბი აქტივის გამოყენების საქმეზე დაჭერილია 55 ადამიანი, 11 არის ძებნაში, არის უამრავი ქონება უძრავი და მოძრავი დაყადაღებული, აღძრულია 34 სისხლის სამართლის საქმე, – ამის შესახებ საქართველოს ფინან

ის, რომ თამბაქო ძვირდება, არ შეესაბამება სიმართლეს - ვანო მაჭავარიანი

24 თებერვალი, 2020 , 16:45

მომდევნო ორი წლის განმავლობაში თამბაქოზე აქციზი არ გაიზრდება.დარწმუნებული ვარ, ამ ვადას კიდევ გადავწევთ, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა, გავრცელებული ინფორმაცის - 1 კოლოფი სიგარეტის ფასის 15 ლარამდე

უცნობი მამაკაცი უშვერი სიტყვებით თავს დამესხა - სალომე სამადაშვილი

22 თებერვალი, 2020 , 15:55

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მისი თქმით, შემთხვევა გუშინ, საღამოს მოხდა. „საღამოს, როგორც ხშირად, ჩემი სახლის წინ მთავარი არხის ჟურნა

როდესაც ფიქსირდება სამართლებრივად დანაშაული, არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ვინ რომელი პარტიული ძალის წარმომადგენელია - გიორგი გახარია

21 თებერვალი, 2020 , 17:20

ყველა ის შემთხვევა, როდესაც ფიქსირდება სამართლებრივად დანაშაული, არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ვინ რომელი პარტიული ძალის წარმომადგენელია. პოლიციამ უნდა იმოქმედოს, იმოქმედებს და დარწმუნებული ვარ, რომ მოქმედებს, -

არანაირი დაპირისპირება არაა ჩემსა და გიორგი გახარიას შორის - ვახტანგ გომელაური

21 თებერვალი, 2020 , 15:50

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ მასსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შორის არანაირი დაპირისპირება არაა და თავადაც ეთანხმება პრემიერის მიერ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმის ქმედებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`