უკან

მსოფლიო

20 აპრილი, 2018 13:10
font-size

მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სპეციალური სტუმრის სტატუსით, მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის დისკუსიაში, რომელიც მიეძღვნა „სარტყელი და გზა“ ინიციატივაში მსოფლიო ბანკის ჯგუფის მონაწილეობის გაზრდის საკითხებს და რომელშიც ახალი აბრეშუმის გზის იდეის განვითარებაში ჩართული ქვეყნების ფინანსთა მინისტრები მონაწილეობდნენ.

„ჩვენი მიზანია, საქართველო გავხადოთ ჰაბი რეგიონალური განვითარების თვალსაზრისით, სავაჭრო-ეკონომიკური, ლოგისტიკური და ფინანსური მიმართულებით. ამ კუთხით, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შანსი, რადგან ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც პარალელურად აქვს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი მსოფლიოს ორ უმსხვილეს პლატფორმას - ჩინეთსა და ევროკავშირს შორის. დისკუსიის ფარგლებში, ჩვენ ვისაუბრეთ ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე, იმ პროექტებზე, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ პარტნიორ ქვეყნებთან – თურქეთთან, აზერბაიჯანთან, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ერთად. საქართველოში 2021 წლამდე ვგეგმავთ ყველა ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულებას, როგორებიც არის აღმოსავლეთ- დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, რკინიგზის მოდერნიზაცია, ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში. ამასთან ერთად, ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებზე, თუ როგორ შეიძლება მეტი კერძო ინვესტიცია იყოს მოზიდული ამ ძალიან დიდ იდეაში. სასიხარულოა, რომ მსოფლიო ბანკი აპირებს თვითონ აქტიურად იყოს ჩართული ამ იდეის განხორციელებაში. შესაბამისად, ეს შესაძლებლობას მოგვცემს, რომ უფრო მოქნილი დაფინანსება მოვიპოვოთ ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად. დღეს ჩვენ მოვისმინეთ, რომ მსოფლიო ბანკი გეგმავს “ერთი გზა-ერთი სარტყელის” ფარგლებში თავისი მონაწილეობის გაზრდას და ალბათ უახლოეს მომავალში, ჩვენ გვეცოდინება ის ფინანსური მექანიზმები, რომლებითაც ისინი ჩაერთვებიან ამ სფეროში“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი მონაწილეობს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის საგაზაფხულო შეხვედრაში. ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრები საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, სარეიტინგო კომპანიების წარმომადგენლებთან. შედგება პოლიტიკური ხასიათის შეხვედრები. დაგეგმილია მოლაპარაკებები მსხვილ ინვესტორებთან, რომლებიც მომავალ წელს საქართველოში გეგმავენ საკმაოდ მსხვილი ინვესტიციის განხორციელებას რეალურ სექტორსა და ლოგისტიკის სექტორში.

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს

11 აპრილი, 2024 , 13:17

მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმაღლესი სტრუქტურული ერთეულის - ბოლო ინსტანციის, სააპელაციო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს. აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზ

დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსეთის ცესკო

18 მარტი, 2024 , 09:10

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

15 მარტი, 2024 , 08:37

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13 მარტი, 2024 , 13:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან და ჩვენთან - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 თებერვალი, 2024 , 13:22

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.  „მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24 თებერვალი, 2024 , 12:55

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი