უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 აგვისტო, 2019 12:40
font-size

მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი ბელარუსში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი ბელარუსში დაიწყო.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მეთაურს მინსკის საერთაშორისო აეროპორტში ბელარუსის ვიცე-პრემიერი ვლადიმირ დვორნიკი დახვდა. პრემიერმა მთავრობის წევრებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. მამუკა ბახტაძემ მინსკში, 1941-1945 წლებში, ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ვიზიტის ფარგლებში დღეს დაგეგმილია მთავრობის მეთაურის შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბელარუს კოლეგას, სერგეი რუმასს შეხვდება. გაიმართება ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა, რომელიც მოგვიანებით გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრას გამართავს ბელარუსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ვლადიმერ ანდრეიჩენკოსთან.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე იმყოფებიან.

ირაკლი კობახიძე ოლაფ შოლცს შეხვდა

12 აპრილი, 2024 , 16:27

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის ფედერალურ კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში პირისპირ შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და

ჩვენ, მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს - ოლაფ შოლცი

12 აპრილი, 2024 , 15:45

ჩვენ, მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს, - ამის შესახებ განცხადება გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესონფერენციაზე განაცხადა. &

ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის პირველ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერა იგეგმება

12 აპრილი, 2024 , 15:18

პარლამენტს დაჩქარებული წესით განსახილველად წარედგინა კანონის პროექტი, რომელიც ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერას ითვალისწინებს. ამა

გერმანიაში ირაკლი კობახიძის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

12 აპრილი, 2024 , 14:27

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში საქართველოს მთავრობის მეთაურის

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა დონორს და უცხოელ აქტორს, თუკი არაფერი აქვთ დასამალი ქართველი ხალხისთვის, ხუთი წუთი სჭირდება, რომ NED-ის და EED-ის პროექტები გასაჯაროონ - შალვა პაპუაშვილი

12 აპრილი, 2024 , 14:15

არის ჩვეულებრივი, პროპაგანდისტული, დეზინფორმაციული შტურმი საქართველოს მოსახლეობაზე. უნდათ, რომ ყვირილით, სლოგანებით და ლოზუნგებით ჩაახშონ მსჯელობა. ეს ჩვეულებრივი „კაგებეს“ მეთოდებია, რომელსაც იყენებენ. ამ კო

პარლამენტის თავმჯდომარეს ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატად გიორგი კალანდარიშვილი წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:28

პარლამენტის თავმჯდომარეს ცესკო-ს თავმჯდომარის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გიორგი კალანდარიშვილის, ხოლო წევრობის თანამდებობაზე მაია ზარიძის, გიორგი შარაბიძის და გია ცაცაშვილის კა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი