უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

12 სექტემბერი, 2019 20:13
font-size

„მამუკა ხაზარაძე არ არის მართალი კაცი, არც ქვეყანასთან და არც ხალხთან“

სჯობდა, ბატონ ხაზარაძეს თავისი პრეზენტაცია ლისის ტბაზე გაემართა, რომელიც 2006 წელს, გიგი უგულავასა და მიხეილ სააკაშვილის მეშვეობით, ბატონ ახვლედიანს წაართვა, - ამის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ყველას აქვს უფლება მოვიდეს პოლიტიკაში, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ ვინ არის. გამჭვირვალობა, საჯაროობა და ხალხთან სიმართლის თქმა განსაზღვრავს ნდობას, მხარდაჭერას და საბოლოოდ, წარმატების ხარისხსაც.

სულ ცოტა ხნის წინ, 9 ივლისს შევთავაზე ჩემი მოკრძალებული აზრი Fაცებოოკ-ის მეგობრებს და აღვნიშნე, რომ მამუკა ხაზარაძე არ არის მართალი კაცი, არც ქვეყანასთან და არც ხალხთან. ამასთან, სამწუხაროა ის გარემოება, რომ არც „ოცნებაში“ და არც არსად, არ არსებობს ადამიანი, რომელიც არგუმენტად მოიტანდა ლისის ტბის წართმევის საქმეს - ჩემთვის, როგორც ამომრჩევლისთვის, რომელიც 2014 წლიდან ამ დრომდე, ბატონი რამაზ ახვლედიანის უფლებებს ვიცავ და დეტალურად ვიცი, რა ამორალური და კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები აქვს ჩადენილი ბატონ ხაზარაძეს პარტნიორთან მიმართებით, შეუძლებელია რაიმე სახის ნდობის გაჩენა ბანკირის და ბიზნესმენის მიმართ, რომელმაც ქართულ პოლიტიკაში შემოსვლა არამხოლოდ ჩვენი პარტნიორი ამერიკელების მითითებებითაც გადაწყვიტა, არამედ, როგორც ამბობენ, დიდი ხნის სურვილი აიხდინა - მოსულიყო პოლიტიკაში.

დღევანდელ საქართველოში კი, ცნობილი ექსპერტების, იურისტების თუ ეკონომისტების მხრიდან ხაზარაძის პარტნიორობა და დაცვა იმ დანარჩენი საზოგადოებისთვის მკაფიო პასუხია, ვინც ფიქრობს, რომ მამუკა ხაზარაძე მოსახლეობის სიღარიბისა და ჭარბვალიანობის ერთ-ერთი ინდიკატორია.
საქართველოში ყველაზე რთული პოლიტიკურ ლიდერად შედგომაა. ხაზარაძე არ არის პოლიტიკური ლიდერი. დღეს, ყველაზე „ურწმუნო თომაც“ კი დარწმუნდა, რომ ასეთი მოლოდინები დაიმსხვრა.

ბიბლიური სენტენციებისა და ილია ჭავჭავაძის იდეების გამგრძელებლად საკუთარი პერსონის მოაზრებაც, საზოგადოებისთვის მოსაწონ სწორ კომუნიკაციად ვერ ჩაითვლება. სჯობდა, ბატონ ხაზარაძეს თავისი პრეზენტაცია ლისის ტბაზე გაემართა, რომელიც 2006 წელს, გიგი უგულავასა და მიხეილ სააკაშვილის მეშვეობით, ბატონ ახვლედიანს წაართვა/დაათმობინეს და სულ ახლახან, პარტიული მოსამართლის ხელით კვლავ ხაზარაძის კომპანიის მართლზომიერ მფლობელობაში ჩაითვალა (საქმე მზადდება ევროსასამართლოსთვის), მაგრამ ლისის ტბა წართმეულია და ალბათ, ეს ყველაზე მეტად ჟურნალისტებს უნდა აინტერესებდეს.

კარგია, საჯარო პოლიტიკა ბევრ შეკითხვაზე საჯარო პასუხებს მოითხოვს. ხაზარაძეს პარლამენტის რიგით წევრობამდე ამ კითხვებზე პასუხები მოუიწევს. ჩვენ ხომ ღია საზოგადოება ვართ და დემოკრატიულ საზოგადოებაში ხომ კრიტიკული აზრი აუცილებელია,“ -აცხადებს არჩილ კაიკაციშვილი.

„ვისოლმა“ თვითმომსახურების პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა

20 სექტემბერი, 2019 , 13:10

„ვისოლი“ საქართველოს ნავთობბაზარზე თვითმომსახურების ქცევას ნერგავს. კომპანიამ მარშალ გელოვანის გამზირზე, პოლიციის სამმართველოსთან პირველი თვითმომსახურების სადგური გახსნა. ცნობილი კარიკატურისტისა და წარმატებულ

პარლამენტთან `სირცხვილიას` წევრებმა აქცია-გამოფენა გამართეს

20 სექტემბერი, 2019 , 12:35

პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან მოძრაობა "სირცხვილიას" წევრებმა და "ევროპული საქართველოს" დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებს წარმოდგენილი ჰქონდათ ფოტოები, რომელზეც საოკუპაციო ზოლთან არსებ

მიმდინარეობს მუშაობა კონცეფციაზე, რომ ბავშვებისთვის მიკრო ციხეები შეიქმნას

20 სექტემბერი, 2019 , 12:00

იუსტიციის სამინისტრო მე-11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების დახურვას აპირებს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომელმაც პენიტენციური სისტემის მუშაობის ერთწლიანი ანგარიშის პრეზენტაცი

`ერთად ერთის წინააღმდეგ` - დღეს რუსთაველზე ფართომასშტაბიანი აქცია იგეგმება

20 სექტემბერი, 2019 , 11:37

„გავრილოვის ღამიდან“ სამი თვის თავზე რუსთაველზე, პარლამენტის წინ ფართომასშტაბიანი აქცია იგეგმება. როგორც აქციის ორგანიზატორთა მიმართვაშია ნათქვამი: „20 სექტემბერს, გავრილოვის ღამიდან ზუსტად სამი თვის თა

თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

20 სექტემბერი, 2019 , 10:20

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სამგორის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 15

პარლამენტში შესვლა დღეს შეზღუდული იქნება

20 სექტემბერი, 2019 , 10:20

რუსთაველის გამზირზე დაანონსებული აქციის გამო, საქართველოს პარლამენტის შენობაში დღეს დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ინფორმაციაშია ნათქვამი. „20 სექტემბერს, რუსთავე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს