უკან

ეკონომიკა

30 სექტემბერი, 2020 15:25
font-size

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ

„ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათთან ერთად „ახალი მარშალის გეგმა“ განიხილეს.

შეხვედრის მთავარი მიზანი ბიზნეს სექტორისთვის ლელოს „მარშალის გეგმის“ გაცნობა და პროცესში მათი მაქსიმალური ჩართულობა იყო. შეხვედრას როგორც მსხვილი, ისე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამასთან, ისაუბრეს სამომავლო პროექტებზე, რომლებიც მომდევნო 4 წელში იგეგმება და ქვეყნის სრულ რეკონსტრუქციას ითვალისწინებს. კონკრეტულად იმსჯელეს „ლელოს“ გეგმით გათვალისწინებულ პროგრამებზე, რომლებიც ორიენტირებული იქნება ბიზნეს სექტორთან პოტენციურ თანამშრომლობაზე.

„ლელოს“ თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის თქმით, საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი ქართული ბიზნესის სახით და მასთან ერთად უნდა მოხდეს „მარშალის გეგმის“ განხორციელება. ქვეყნის სრულ რეკონსტრუქციაში ქართული ბიზნესის წარმომადგენლები აქტიურად უნდა ჩაერთონ.

„ჩვენ გვაქვს უზარმაზარი პოტენციალი ქართული ბიზნესის და მეწარმეების სახით, რომლებმაც 30 წლის განმავლობაში შექმნეს სამუშაო ადგილები. გვინდა, ეს რიცხვი 4 წლის განმავლობაში 600 000-ით გავზარდოთ, თითოეულ მათგანს თვეში 3000 ლარი და მეტი ექნება შემოსავალი. ეს მიიღწევა მხოლოდ და მხოლოდ სერიოზული ინვესტიციით და საქართველოს ფინანსურ, ლოჯისტიკურ, ენერგეტიკულ, ციფრული მაგისტრალების ცენტრად გარდაქმნით. შეხვედრას სწორედ ის ადამიანები ესწრებოდნენ, ვინც ამ ყველაფერს ჩვენი გეგმით განახორციელებენ. “მარშალის გეგმა” არის ქართულ რეალობას მორგებული. ამ გეგმით გვაქვს შანსი, გავაკეთოთ სერიოზული ნახტომი ეკონომიკაში, სოციალურ ცხოვრებასა და ჯანდაცვის სფეროში და გავხდეთ რეგიონის წამყვანი ქვეყანა,“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეხვედრის მსვლელობისას კითხვა-პასუხის რეჟიმში ლელოს „ახალი მარშალის გეგმა“ განიხილეს ბიზნესმენებმა.

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი თემურ ჭყონია მიიჩნევს, რომ ქვეყანაში სავაჭრო ბირჟა უნდა შეიქმნას.

„საერთაშორისო სავაჭრო ბირჟა უნდა შევქმნათ. ჩვენ, ბიზნესმა უნდა ვიცოდეთ, რომ თქვენ ამ ვალდებულებას იღებთ საკუთარ თავზე, რომ დაინერგოს საქართველოში. ის თემები, რასაც „ლელო“ წარმოადგენს “მარშალის გეგმის” სახით, პიროვნულ ნდობაზეცაა დამოკიდებული. საკითხები, რომელიც მათ დააყენეს, უკვე იდგა, თუმცა ამის რეალურად განმახორციელებელი არ არსებობდა. მსოფლიოში ბევრი პროგრამა არსებობს, თუმცა საჭიროა სწორი შემსრულებელი. საჭიროა, ინვესტორებთან გვქონდეს ჯანსაღი კომუნიკაცია და მოვიპოვოთ მათი ნდობა. ამის მთავარი საფუძველი კი საარბიტრაჟო სასამართლოა. რადგან თუ სასამართლო დამოუკიდებელი არ არის, ქვეყნის ეკონომიკა ვერ განვითარდება. როგორც კი ქვეყანაში დამკვიდრდება სამართლიანობის განცდა, უფრო გაბედული ნაბიჯი გადაიდგმება ახალი ინვესტიციების მოზიდვისას,“-განაცხდა თემურ ჭყონიამ.

ბიზნესმენი ლელოს „ახალი მარშალის გეგმის” მიხედვით საშუალო ფენის შექმნასაც შეეხო. მისი თქმით, საშუალო ფენას შეადგენენ ადამიანები, რომელებიც ქვეყნის სწორ მომავალს ქმნიან.

„600 000 ადამიანისგან შემდგარი საშუალო ფენის შექმნის დროს საუბარია ამდენივე თავისუფალ ადამიანზე, რომელიც არ ექვემდებარება არცერთ მანიპულაციას. ეს საშუალო ფენა არ იყიდება, ქმნის საზოგადოებრივ აზრს და შემდეგ ქმნის ქვეყნის აზრს, რომელიც ქვეყანას ავითარებს და ქმნის შემოსავალს,“ - აღნიშნა ჭყონიამ.

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი საუბრის დასასრულს სათამაშო ბიზნესის დაბეგვრასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ბიზნეს გარემო აუცილებლად თანასწორი უნდა იყოს გადასახადების გადახდისას.

„სათამაშო ბიზნესის დაბეგვრა არის ძალიან მნიშვნელოვანი. არ ვიცოდი, 14 მლრდ. მოგებიდან მხოლოდ 160 მლნ თუ შედიოდა ბიუჯეტში, როდესაც მე წელიწადში 96 მლნ. ლარს ვიხდი ბიუჯეტში. ეს არის ძალიან დიდი კონტრასტი, რადგან პირადად მე სათამაშო ბიზნესის მსგავსი შემოსავალი არ მაქვს და ეს უნდა დამენეჯმენტდეს აუცილებლად,“ - განაცხადა თემურ ჭყონიამ.

ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

23 ოქტომბერი, 2020 , 11:05

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ნათია თურნავამ მაღალი დონის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში გაიმართა. დისკუსიაში „ციფრული ევროპა

გიორგი გახარია მსხვილ დამსაქმებლებთან შეხვედრაზე - ჩვენი სტრატეგიაა ბალანსის დაჭერა, რაც წერტილოვან ღონისძიებებს გულისხმობს, სისტემური ჩაკეტვები ქვეყანაში არ იქნება

20 ოქტომბერი, 2020 , 17:15

სისტემური ჩაკეტვები ქვეყანაში არ იქნება, ისეთი სისტემური ჩაკეტვები, რომლებიც ეკონომიკაზე პირდაპირ ზემოქმედებას მოახდენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მსხვილ დამსაქმებლებთან შეხვედრისას გა

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 30 მილიონი დოლარი გაყიდა

19 ოქტომბერი, 2020 , 17:40

დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 30 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. "2020 წლის 19 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 30 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გა

პროდუქციის ექსპორტი 12.1%-ით, ხოლო იმპორტი 15.9%-ით შემცირდა - „საქსტატი“

19 ოქტომბერი, 2020 , 12:35

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოდან პროდუქციის ექსპორტი 12.1%-ით, ხოლო იმპორტი 15.9%-ით შემცირდა. 2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა ევროპასა და რეგიონში 2021-2025 წლებში ყველზე მაღალი ტემპებით გაიზრდება

14 ოქტომბერი, 2020 , 14:25

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა ევროპასა და რეგიონში 2021-2025 წლებში ყველზე მაღალი ტემპებით გაიზრდება, - ასეთია განახლებული პროგნოზი, რომელიც ასახულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის გლო

საქართველოს ეკონომიკა თანდათან პოზიტიურ განვითარებას უბრუნდება - ნათია თურნავა

13 ოქტომბერი, 2020 , 16:55

საქართველოს ეკონომიკა თანდათან უბრუნდება პოზიტიურ განვითარებას. გამოქვეყნდა სექტემბრის თვის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა და ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენი ექსპორტი სექტემბერში 8.6 პროცენტით გაიზარდა. პარალელურად, იმპორტი შ