უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

18 ოქტომბერი, 2020 13:01
font-size

მამუკა ხაზარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

მამუკა ხაზარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც თავად წერს სოციალურ ქსელში, თავს კარგად გრძნობს და თვითიზოლაციაში იმყოფება.

„მოგესალმებით მეგობრებო,

ჩემს თანამებრძოლებს, ლელოელ თანაგუნდელებს და ქართულ საზოგადოებას მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ გუშინ საღამოს ჩავიტარე Pჩღ (პჯრ) ტესტი, ვინაიდან მქონდა დაბალი სიცხე. ტესტმა ცოვიდ19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა. საერთაშორისო სტანდარტების და რეგულაციების შესაბამისად, დღეიდან გადასული ვარ თვითიზოლაციაში. ეს პირველი ტესტი იყო, 48 საათში გავიკეთებ კიდევ ერთ ანალიზს, იმისთვის, რომ 100%-ით დავრწმუნდეთ.

ამ მომენტისთვის სიცხე აღარ მაქვს, თავს ვგრძნობ კარგად და ვარ საბრძოლო შემართებით.
ჩვენი ხელისუფლების უუნაროდ, არაპროფესიონალურად და უპასუხიმგებლოდ მართულმა პროცესებმა, საქართველოს თითოეული მოქალაქე საფრთხის წინაშე დააყენა.

“ქართული ოცნების” კრახმა ჩოვიდ19-თან ბრძოლაში ათასობით ადამიანი დააზარალა, როგორც ჯანმრთელობის, ასევე ეკონომიკური კუთხით...

თუმცა, მინდა ყველას მოგიწოდოთ, ნუ შეშინდებით! ნუ აყვებით პანიკას!

ცოვიდ19-თან გამკლავება და მისი დამარცხება მარტივადაა შესაძლებელი. წინ უმნიშვნელოვანესი ორი კვირა გვაქვს, ეს ბრძოლა ჩვენი მოსაგებია, ამ ბრძოლაში უკან დახევა და დანებება წარმოუდგენელია. 31 ოქტომბერს ჩვენ ერთად დავამარცხებთ კოვიდ ინფექციასაც და ოცნების ხელისუფლებასაც.“ - წერს მამუკა ხაზარაძე.

სამწუხაროდ, 15 წლის მოზარდის სიცოცხლე ვერ გადავარჩინეთ - ეკატერინე ტიკარაძე

31 ოქტომბერი, 2020 , 14:20

დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში კოვიდინფიცირებული 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა. მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. „სამწუხაროდ, ვერ გადავარჩინეთ 15 წლის

12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 19,41% შეადგინა

31 ოქტომბერი, 2020 , 14:20

12:00 საათისთვის საქართველოში საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 19,41% შეადგინა. ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ანი მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული მაჩვენებელი რაოდენობრივად 681 583-ს შეადგენს.

დარღვევები თბილისსა და რეგიონებში - ხმების დაცვის შტაბში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა

31 ოქტომბერი, 2020 , 14:20

ამომრჩევლის მოსყიდვა, ზეწოლა, უზუსტობები სიებში, უფსკერო ყუთები და არასრული ბიულეტინები – ბათუმის, კრწანისის, სვანეთის, საბურთალოს და ისნის საარჩევნო ოლქებში. ხმების დაცვის ოპოზიციური შტაბის წარმომადგენელმა, პაატა

`ლელო` დღევანდელ არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობს

31 ოქტომბერი, 2020 , 12:55

არჩევნების მიმდინარეობის დროს არსებულ დარღვევებზე „ლელოს“ ლიდერებმა დავით უსუფაშვილმა და თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგი გამართეს. “ლელოს“ დამკვირვებლებმა ამ დროისთვის რამდენიმე საჩივარი დაწერეს. ერთი

ავღანეთში, ქართველი მშვიდობისმყოფელები საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობენ

31 ოქტომბერი, 2020 , 12:55

ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში” მონაწილე ქართველი მშვიდობისმყოფელები საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობენ, - ამის შესახებ „მედიანიუსს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობ

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

31 ოქტომბერი, 2020 , 12:55

საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნებზე ფიქსირდება ზოგადი დარღვევა. კერძოდ, არ ხდება რეგისტრატორთან ამომრჩევლების იდენტიფიცირება. რეგისტრატორები ხშირად არ ითხოვენ პირბადის მოხსნას,- ამის შესახებ „სამოქალაქო პლატფორ