უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

29 იანვარი, 2020 15:20
font-size

მამუკა მდინარაძე და თინა ბოკუჩავა ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ [ვიდეო]

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარეძესა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ თინა ბოკუჩავას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ბოკუჩავა მდინარაძეს მოუწოდებს, საშვი დაუშვას მალხაზ მაჩალიკაშვილზე, რათა ის საკანონმდებლო ორგანოში შევიდეს.

მას მდინარაძემ განუმარტა, რატომ არ გასცა პარლამენტის თავმჯდომარემ მალხაზ მაჩალიკაშვილის საკანონმდებლო ორგანოში შესვლის ნებართვა.

მდინარაძე ამბობს, რომ მაშინ, როდესაც რაიმე საფრთხე არსებობს, პარლამენტის თავმჯდომარეს უფლება აქვს, საშვის გამოყენების ნებართვა არ გასცეს.

თინა ბოკუჩავამ მამუკა მდინარაძეს უზრდელი და მარიონეტი უწოდა. საპასუხოდ, მდინარაძემ აღნიშნა, რომ ბოკუჩავა პარლამენტში პროვოკაციას აწყობს და პარტიული ინტერესების შესაბამისად მოქმედებს.

„გარდაცვლილი ადამიანის საქმეს პროვოკაციებისთვის იყენებს, რაც სამარცხვინოა“ ,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის სამუშაო კაბინეტთან ინციდენტი ამ დროისთვის ამოწურულია.

შეგახსენებთ, მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი თინა ბოკუჩავა მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად პარლამენტის შენობის შესასვლელთან იმყოფებოდა და მაჩალიკაშვილის საკანონმდებლო ორგანოში შეშვებას ითხოვდა.

თინა ბოკუჩავას და მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტში პრესკონფერენცია ჰქონდათ დაგეგმილი.

დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტის შენობაში შესვლის უფლება არ მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიების შეწყვეტას სამარცხვინო ფაქტი უწოდა და პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა კიდევ ერთხელ მოითხოვა.

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - იგორ ნარმანია

25 მარტი, 2024 , 11:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი