სამართალი


მანანა კობახიძემ სუს-ის კრებსების საქმეზე იჩივლა და დაზარალებულის სტატუსს ითხოვს
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, მანანა კობახიძემ 2021 წლის სექტემბერში გავრცელებულ ფაილებთან დაკავშირებით, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მოსმენით მიღებულ ინფორმაციას ასახავს, სასამართლოს მიმართა და დაზარალებულის სტატუსი მოითხოვა. ინფორმაცია თავდაპირველად ტელეკომპანია ,,ფორმულამ" გაავრცელა.
"დაკითხული ვარ პროკურატურაში. ჩემი ინიციატივით მივმართე და მოვითხოვე დაზარალებულის სტატუსი", - უთხრა კობახიძემ ,,ფორმულას".
სუს-იდან გამოტანილ ფაილებში მანანა კობახიძისა და პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის საუბარიც მოხვდა, რომელიც პრეზერვატივების კომპანია აიისას სარჩელს ეხებოდა.
"იცით რა არის, მამა გიორგი ზვიადაძესთან მე კონტაქტი მქონია, ამ ადამიანს, ამ პიროვნებას ვიცნობ, ასეთი შინაარსის შემცველი საუბრის რეალობას მე არ ვადასტურებ და ამ ტექსტის ავთენტურობას მე არ ვადასტურებ. კომუნიკაციის არსებობის ფაქტმა მე გამიჩინა ეჭვი, რომ შესაძლებელია, ვინმე ამ საუბარს ისმენდა. აქედან გამომდინარე, ცხადია, მე მქონდა ლეგიტიმური ინტერესი, რომ ეს საკითხები გამორკვეულიყო".
2021 წელს გავრცელებული დოკუმენტების მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზერვატივების ბრენდ აიისას საქმის არსებითი განხილვის დაწყების შემდეგ პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ მანანა კობახიძეს საქმის დეტალებზე სასაუბროდ დაურეკა.
მანანა კობახიძე იმ კოლეგიის წევრი იყო, რომელიც სასამართლოში აიისას საქმეს განიხილავდა.
დოკუმენტების მიხედვით, სატელეფონო კომუნიკაციისას პროტოპრესვიტერმა ზვიადაძემ მოსამართლე კობახიძისთვის ცხადი გახადა, რომ საპატრიარქო პროცესს ახლოდან აკვირდება. ამავდროულად, მან მოსამართლეს რჩევა ჰკითხა, როგორ დაეცვა ეკლესიას საკუთარი პოზიცია. მოსამართლე მანანა კობახიძემ საპატრიარქოს გავლენიან წარმომადგენელს იურიდიული კონსულტაცია გაუწია.

ნაფიცმა მსჯულებმა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს
8 ივნისი, 2023 , 11:53

პოლიციამ ეკლესიის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
8 ივნისი, 2023 , 11:43

თბილისში ყოფილი ცოლის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინეს
7 ივნისი, 2023 , 16:52
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო - დაკავებულია 15 პირი
7 ივნისი, 2023 , 11:50

მამაკაცმა ყოფილი მეუღლე ავტომობილში თოკით გაგუდა და ხევში გადააგდო
6 ივნისი, 2023 , 12:25

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტებით სახელმწიფო ბიუჯეტის ქონებრივი დაზიანების ფაქტზე ხუთი პირი პასუხისგებაში მისცა
6 ივნისი, 2023 , 11:57