უკან

საზოგადოება

1 ნოემბერი, 2021 12:17
font-size

`არ შეიძლება მიხეილ სააკაშვილის დაყოვნება 1 საათითაც კი იმ დაწესებულებაში, სადაც არის“ - `ემპათია` ალტერნატიულ სამედიცინო კომისიას ქმნის

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით, ორგანიზაცია "ემპათია" ალტერნატიულ სამედიცინო კომისიას ქმნის. ჯგუფში რამდენიმე პროფილის ექიმი გაერთიანდება.

მედიკოსები მზად არიან, არა მხოლოდ გააკონტროლონ და შეაფასონ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა, არამედ აუცილებლობის შემთხვევაში, საჭირო დახმარებაც გაუწიონ.

"არ შეიძლება ამ ადამიანის დაყოვნება 1 საათითაც კი იმ დაწესებულებაში, სადაც არის. ციხის ისტორიაში წერია, რომ მას აქვს მსუბუქფორმაში გადატანილი კოვიდი, რასაც ჩვენ ვერანაირად ვერ დავეთანხმებით, ვინაიდან ჰოლანდიაში, სამედიცინო ბარათში გარკვევით წერია, რომ კოვიდი იყო მძიმე, მას დასჭირდა პულმონოლოგის მონიტორინგი, შესაბამისად აუცილებელია, გაგრძელდეს მონიტორინგი. ძალიან დიდი რისკია და ამიტომ ადამიანი უნდა იყოს იქ, სადაც უნდა იყოს და ასეთი გაყოფილება არის ინტენსიური თერაპიის განყოფილება.

ახლა რომ მოწყობა დაიწყეს ციხის მე-18 დაწესებულებაში ამდაგვარი განყოფილების არის ძალიან სასაცილო და ეს არის სწორედ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციული მიდგმა და სადამსჯელო ზემოქმედება ფსიქოლოგიური, ადამიანზე",- ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.

ენდოკრინოლოგის ლალი ჯავაშვილის თქმით, ამ დრომდე თავიდან აშორებული იქნა მძიმე არითმიის შეტევა და გულის გაჩერება, მაგრამ რა იქნება ხვალ და ზეგ არავინ იცის.

"იქნა აშორებული თავიდან მძიმე არითმიის შეტევა და გულის გაჩერება, დღემდე ცოცხალია, მაგრამ ხვალ და ზეგ რა იქნება ეს ხომ არავინ არ იცის.ყოველ წუთს შეიძლება განვითარდეს პოლიორგანული უკმარისობა, რომელიც არის წინაპირობა სავალალო გამოსავლის. ბოლო 5 დღის განმავლობაში ის არანაირ წამალზე და არანაირ დამხმარე საშუალებებზე: ამინომჟავების ნაკრებზე, ტკბილ სითხეზე და ა.შ არ თანხმდება რომ მიიღოს. ლოგიკა ხომ არსებობს? რა მდგომარეობაში უნდა იყოს? სავარაუდოდ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში",- ამბობს ლალი ჯავაშვილი.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში უკვე 32-ე დღეა შიმშილობს.

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი