უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

2 დეკემბერი, 2019 17:05
font-size

მანდატური საქართველოს რეგიონის კიდევ 13 ახალ საჯარო სკოლას ეყოლება

დღეიდან, მანდატური საქართველოს რეგიონის კიდევ 13 ახალ საჯარო სკოლას ეყოლება.

როგორც „მედიანიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური წარმოდგენილი იქნება: მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძალისისა და სოფელ ძეგვის, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის, სოფელ ქვეშის, სოფელ პატარა გარეჯვის და სოფელ შავშვების, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბაკევის, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქის, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საღოლაშენის და სოფელ რუსის N3, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის N2, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაკენდის N1 და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის N1 საჯარო სკოლებში.

უწყების ინფორმაციით, კონკურსის წესით შერჩეულ მანდატურებს, შსს-ს აკადემიაში ორთვიანი მოსამზადებელი კურსის წარმატებით დასრულება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა გელა გელაძემ მიულოცა და კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქის საჯარო სკოლაში მანდატურები თავად წარადგინა.

„გაფართოების გეგმის თანახმად, 2019 წელს მანდატურის სამსახური უკვე 130 ახალ საჯარო სკოლაში შევიდა. ამ ეტაპზე, მანდატურები წარმოდგენილნი არიან საქართველოს 588 საჯარო სკოლაში. 2020 წელს მანდატურის სამსახური კვლავ 130 ახალ საჯარო სკოლაში შევა“, - აცხადებენ უწყებაში.

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი