უკან
უახლესი ამბები
არქივი
მსოფლიო
11 დეკემბერი, 2017 17:45
მანჰეტენზე აფეთქება მოხდა - 1 ადამიანი დაიჭირეს, რამდენიმე დაშავებულია
ნიუ-იორკში, თაიმ სქუერთთან მდებარე Port Authority-ის ავტობუსების სადგურში აფეთქება მოხდა. ინციდენტი ორშაბათ დილას მოხდა.
სამ ხაზზე ხალხის ევაკუაცია მოხდა.
რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ერთი კი დაიჭირეს.
ჯერჯერობით არაა დაზუსტებული, რამ გამოიწვია აფეთქება.
ადგილობრივი პოლიციის დეპარტამენტმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ მას მოუვიდა შეტყობინება აფეთქების შესახებ მანეჰეტენის ორი ქუჩის კვეთაზე.
Port Authority აშშ-ის ყველაზე დიდი ავტობუსების სადგურია, რომელიც წლის განმავლობაში 65 მილიონ ადამიანს ემსახურება.
ანა მებურიშვილი