უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

24 ოქტომბერი, 2017 13:35
font-size

მანქანით, რომელიც დაიწვა, თამაზ მეჭიაურიც აპირებდა წამოსვლას - ნანა კაკაბაძე

უფლებადამცველ ნანა კაკაბაძის განცხადებით, მისი ორგანიზაციის "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" წარმომადგენლები, მახარე სისაური და რამაზ ღვალაძე ვარაუდობენ, რომ მათ მანქანას "მოლოტოვის კოქტეული" ესროლეს.

როგორც ნანა კაკაბაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნული საკითხი გასაჩივრდება.

"როგორც თვითონ ამბობენ, ისინი მეჭიაურის ოფისში მივიდნენ, ამ მანქანით თამაზ მეჭიაურიც აპირებდა წამოსვლას, უნდა გამოყოლოდა მათ. მიდიოდნენ არჩევნებთან, გასაჩივრების საკითხებთან დაკავშირებით უნდა ენახათ იურისტები. მეჭიაურს უთქვამს, მე ვერ წამოვალო. ისინი მარტო წამოვიდნენ ოფისიდან. წამოსვლიდან რამდენიმე წუთში მოხდა ინციდენტი. თვითონ ვარაუდობენ, რომ ეს იყო "მოლოტოვის კოქტეილი", რომელიც მანქანას ესროლეს გაურკვეველმა პირებმა. ჯერ სთხოვეს გაჩერება - ხელი დაუქნიეს, ამათმა არ იცოდნენ ვინ იყო. ჩათვალეს, იქნებ არჩევნებთან დაკავშირებით, კომისიის წევრები არიანო და გააჩერეს მანქანა. ამის შემდეგ ესროლეს "მოლოტოვის კოქტეილი". საბედნიეროდ, შიგნით ვერ შევარდა და გარედან წაეკიდა ცეცხლი მანქანას. ისინი გადარჩენილები არიან, ცოცხლები არიან.

სავარაუდოდ, ეს არის არჩევნებთან დაკავშირებული. რა თქმა უნდა, მოვითხოვთ ამის გამოძიებას, როგორც არჩევნების თანმხლები მოვლენის", - განაცხადა კაკაბაძემ.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას უკვე მიმართეს.

როგორც კაკაბაძე ამბობს, მახარე სისაური და რამაზ ღვალაძე მისი ორგანიზაციის ის წარმომადგენლები არიან, რომლებიც ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდნენ.

"ისინი "ყინწვისის საქმის" პოლიტპატიმრები არიან. მახარე თვითონ დუშელია და მეჭიაური ეტყობა დაუკავშირდა, როგორც ადგილობრივ მკვიდრს და როგორც აქტიურ ადამიანს და ყველაზე უფრო ცნობად სახეს იმ რაიონში. აქედან გამომდინარე, ისინი ჩაერთვნენ პროცესში. ჩაერთნენ დამკვირვებლებად, არც ერთ მხარეს არ წარმოადგენდნენ. მათ ჩათვალეს, რომ მეჭიაურის მხარე იყო დაჩაგრულ მდგომარეობაში", - განაცხადა კაკაბაძემ.

ცნობისათვის, თიანეთის მერობის კანდიდატ თამაზ მეჭიაურის განცხადებით, იმ არასამთავრობო ორგანიზაციის ორ წარმომადგენელს, რომლებიც თიანეთში საარჩევნო პროცესებს ესწრებოდნენ, ჟინვალის გზაზე თავს დაესხნან და მანქანა დაუწვეს.

ავტომობილის დაწვის ფაქტი „მედიანიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყებაში ამბობენ, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და ექსტერტიზა, რათა დადგინდეს, რა გახდა ავტომობილის დაწვის მიზეზი.

შსს-ს ინფორმაციით, მოხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 187 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჩადენილს ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით.

ნინო ექვთიმიშვილი

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

ძალიან ვწუხვარ ბატონი ალეკოს თემაზე, ძალიან ცუდი ფაქტია, რაც მოხდა, თუმცა რა მოხდა რეალურად, დაველოდოთ გამოძიებას - ვახტაგ გომელუარი

19 აპრილი, 2024 , 14:26

პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ცემის ფაქტზე. "ბატონი ალეკოს შემთხვევაზე მინდა ორი სიტყვით ვთქვა, ძალიან ცუდია რომ ე

სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში - გია ხუხაშვილი `ოცნების` ახალ კანონპროექტზე

17 აპრილი, 2024 , 15:51

სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში, - წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "ოცნების" მიერ ინიცირებულ ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლითაც ივანიშვილს საშუალე

ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ჩემს ქვეყანას ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს - მაია ბითაძე

17 აპრილი, 2024 , 11:55

ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისთვის, ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს ჩემ ქვეყანას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაია ბით

ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა - ოლაფ შოლცმა

12 აპრილი, 2024 , 16:07

ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა, - ასე უპასუხა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე  TV იმედის ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი