უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 იანვარი, 2020 12:30
font-size

მაოცებს ხელისუფლების ზედაპირული პოზიცია და ცარიელი განცხადებები - ეკა ბესელია

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ საჭიროა მოიძებნოს აფხაზებთან პირდაპირი დიალოგის გზები, რადგან დიალოგს ალტერნატივა არა აქვს.

„გარდა იმ უდაო ფაქტისა, რომ ეს მოვლენები საქართველოს ტერიტორიაზე ხდება და ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ნაწილზე, რაც ზრდის ამ მოვლენებისადმი ინტერესს და ემოციასაც, ეს ეხება სახელმწიფო მნიშვნელობის მოვლენას, ეხება უსაფრთხოების და ქვეყნის მომავალ კონსტიტუციურ საკითხებს. მაოცებს ხელისუფლების ინდიფერენტული და ზედაპირული პოზიცია და ცარიელი განცხადებები. არანაირი მსჯელობა, არანაირი ანალიზი. არც რაიმე ფორმატების გამოყენება, არც მსჯელობა.

თითქოს სადღაც სხვაგან ხდება ეს ყველაფერი. საჭიროა მოიძებნოს გზები აფხაზებთან პირდაპირი დიალოგის! დიალოგს არა აქვს ალტერნატივა! დიალოგი არის საჭირო მუდმივად აფხაზ თანამოძმეებთან, მაშინაც კი როცა უიმედოდ გეჩვენება. უნდა იყოს ყველა სამოქალაქო და სოციალური ინსტრუმენტი გამოყენებული ყველა ფორმატში და რაც შეიძლება მეტი, რათა დაიძრას ყინული.( არ არის შედეგის მომტანი მხოლოდ ჟენევის ფორმატი და წლებია ამას ვხედავთ) მშვიდობიან გზებს და მცდელობას ეძებო გამოსავალი - მოაქვს შედეგი. ეს მცდელობა არ ჩანს და ეს მაწუხებს. პროცესების უფრო სიღრმისეულად განსჯა და დანახვა აქ ვის რა როლი შეუძლია იტვირთოს ურთიერთობის დათბობისთვის - აუცილებელია! ლოდინი - რუსეთი რას დათმობს ოდესმე - ფუჭია და ეს პოზიცია საზიანოა! ჩვენვე უნდა მივხედოთ ჩვენსავე პრობლემებს და ნუ მივანდობთ მომავალს ყველაზე მტკივნეულ თემას- ტერიტორიულ მთლიანობას. თავისთავად არაფერი ხდება თუ მცდელობა არ გვექნება შევცვალოთ ეს მოცემულობა! მოცემულობა - რომელიც უსამართლოა!“ - წერს ეკა ბესელია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

`საკანში ვიზიტის ვიდეოს გამოქვეყნება წულუკიანის გადაყენების საფუძველია`- არასამთავრობოების განცხადება

21 იანვარი, 2020 , 17:35

მესამე სექტორში აცხადებენ, რომ იუსტიციის მინისტრის ეს ქმედება მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენების საფუძველი უნდა გახდეს. არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ იუსტიციის მინისტრმა, თეა წ

სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ტოივო კლაარს შეხვდა

21 იანვარი, 2020 , 17:35

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს და ჟენევის საერთაშირისო დისკუსიების თანათავმჯდომარეს – ტოივო

პრემიერ-მინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო

21 იანვარი, 2020 , 16:25

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს. როგორც „მედიანიუსს“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, მთავრობის მეთაური ფორუმის გახსნის ოფიციალურ ცერემონი

საქართველოსათვის თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში ისრაელთან თანამშრომლობა უაღრესად მნიშვნელოვანია - სალომე ზურაბიშვილი

21 იანვარი, 2020 , 16:25

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იერუსალიმში შიმონ პერესის მშვიდობისა და ინოვაციების ცენტრს ეწვია და თანამედროვე ტექნოლოგიების უახლეს მიღწევებს გაეცნო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცენტრში, რომლის საქ

სალომე ზურაბიშვილი ისრაელში მსოფლიო ჰოლოკოსტის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

21 იანვარი, 2020 , 11:35

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, იერუსალიმში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის ცერემონიასა და მსოფლიო ჰოლოკოსტის მეხუთე ფორუმს დაესწრება. მსოფლიო ჰოლოკოსტის ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად

გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

21 იანვარი, 2020 , 11:35

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს მთავრობის მეთაური დავოსში დღეს ჩავა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაიმართება მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`