უკან

საზოგადოება

10 აპრილი, 2020 16:50
font-size

მაქსიმალურად გამოვიყენოთ გადახდის უკონტაქტო და დისტანციური საშუალებები - ეროვნულ ბანკი

კუპიურა ინფექციის ისეთივე წყარო შეიძლება იყოს, როგორც ნებისმიერი სხვა ნივთი, – ამის შესახებ ეროვნულ ბანკში აცხადებენ.

ბანკი სოციალურ ქსელში შექმნილ ვითარებაში ეროვნული ბანკის მუშაობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, ასევე აქვეყნებს რამდენიმე ფოტოს, რომელზეც ფულის ნიშნებთან მუშაობის პროცესია ასახული.

„იმისთვის, რომ ქვეყნისთვის ამ ურთულეს პერიოდში საფინანსო სექტორი გამართულად ფუნქციონირებდეს, კრიტიკული სისტემები შეუფერხებლად მუშაობდეს და ეკონომიკა ფულის ნიშნებით უწყვეტად მარაგდებოდეს, ეროვნული ბანკის თანამშრომლებს, ისევე როგორც სხვა არაერთი პროფესიის წარმომადგენელს, არაორდინარულ პირობებში უწევთ საკუთარი მოვალეობების შესრულება.

მუდმივი კონსულტაციები გვაქვს ევროპის ქვეყნების ცენტრალურ ბანკებთან, ვიზიარებთ მათ გამოცდილებას და ვმოქმედებთ შესაბამისად. როგორც ცნობილია, საკასო ცენტრში შემოსული ფული კარანტინში თავსდება და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მისი გახსნა და გადათვლა. აქვე აღვნიშნავთ, რომ ბანკებისთვის უკვე მიწოდებულია ახალი ბანკნოტები, რომლებიც მიმოქცევაში პირველად გადის. ასევე, ჯანდაცვის უწყებების რეკომენდაციის დაცვით, ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები.

კვლევები ადასტურებს, რომ კუპიურა ინფექციის ისეთივე წყარო შეიძლება იყოს, როგორც ნებისმიერი სხვა ნივთი: პოლიეთილენის პარკი, კარის სახელური, ბანკომატის კლავიატურა, საყიდლების ურიკა მაღაზიაში და ა.შ“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყება საზოგადოებას სიფრთხილისა და პროფესიონალთა რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

„მაქსიმალურად გამოვიყენოთ გადახდის უკონტაქტო და დისტანციური საშუალებები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველა ზემოაღნიშნულ შემთხვევაში – ხშირად დავიბანოთ ხელები“, – აცხადებს ეროვნული ბანკი.

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი