უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

2 აპრილი, 2020 15:05
font-size

მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ კურსთაშორისი სხვაობის ნეგატიური გავლენა შევარბილოთ როგორც მოსახლეობის სასურსათო კალათზე, ასევე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე - ნათია თურნავა

„მაქსიმალურად ვცდილობთ შექმნილი გლობალური გამოწვევის ეფექტის შერბილებას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასა და ეკონომიკაზე. პრაქტიკულად, ეს არის ძალიან რთული ამოცანა, რადგან გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში და კიდევ უფრო მძიმე ეკონომიკური კრიზისის წინაშე ვიმყოფებით, ეს ასეა ცალსახად და ჩვენი ყველა გადაწყვეტილება და მცდელობა მიმართულია იქითკენ, რომ მაქსიმალურად შევარბილოთ ამ კრიზისის ზემოქმედება,“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც კურსთაშორისი სხვაობის ზეგავლენას ეხებოდა ეკონომიკურ პროცესებზე.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, მთავრობის სამოქმედო გეგმა დაიწყო იმით, რომ კურსის დევალვაციის ნეგატიური ზემოქმედება შერბილებულიყო მოსახლეობაზე იმ ნაწილში, რაც ეხება აუცილებელ სასურსათო კალათას. „იცით, რომ ამას ვაკეთებთ და მიუხედავად იმისა, რომ კურსი მაინც გაუფასურდა, რადგან გლობალური პროცესების გამო ტურიზმი შეწყვეტილია, ექსპორტი გართულებულია და ამას წინ ვერ აღვუდგებოდით, მაინც მოვახერხეთ და დავაზღვიეთ ფასების ზრდა კონკრეტულ სასურსათო კალათზე“, - განაცხადა მინისტრმა.

როგორც ნათია თურნავამ განმარტა, შემდგომში, იგივე მიდგომა იქნება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე „როგორც არაერთხელ ითქვა, მაქსიმალურად გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ ინფრასტრუქტულ აღმშენებლობას და პროექტებს, რომლებიც არ უნდა შეფერხდეს. ვიცით, რომ აქაც შეიქმნა პრობლემები, რადგან კურსთაშორისი სხვაობა ზემოქმედებს მასალების ფასზე და სხვადასხვა იმპორტულ კომპონენტზე“ - აღნიშნა თურნავამ

ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ყველა ღონისძიება, რომელიც, ამ ეტაპზე, ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, არის კრიზისული საგანგებო ვითარების რესურსი და საგანგებო ანტიკრიზისული ბიუჯეტის ნაწილი და ეს არის სწორი გადაწყვეტილება. ნათია თურნავას თქმით, მოქმედი კანონმდებლობა და კონტრაქტებიც მეტწილად იძლევა გარკვეული რეზერვების ამოქმედების საშუალებას.

ისტორიული ბორჯომი ჰესის აღდგენა ბორჯომ-პარკს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის - ნათია თურნავა

26 მაისი, 2020 , 17:41

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ისტორიული ბორჯომი ჰესის სარებილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. ბორჯომ-პარკში მდებარე ჰიდროელექტროსადგური ერთ-ერთი პირველი იყო რუსეთის იმპერიაში პეტერბურ

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ პირველი მაისისათვის 27.58 მლრდ ლარი შეადგინა

25 მაისი, 2020 , 19:02

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი მაისისათვის 27.58 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.30 მლრდ ლარით, ანუ 4.49%-ით ნაკლებია პირველი აპრილისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 787.06 მლნ ლარით შემცირდა

25 მაისი, 2020 , 18:43

აპრილში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა წინა თვესთან შედარებით 787.06 მლნ ლარით შემცირდა. უფრო კონკრეტულად კი კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2020 წლ

საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 2.01 პროცენტით შემცირდა

25 მაისი, 2020 , 18:34

ეროვნული ბანკის ცნობით, მიმდინარე წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.01 მლრდ ლარით, ანუ 2.01 პროცენტით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.

როგორც საქართველოს, ასევე ლატვიის მხრიდან არის მზადყოფნა, რათა აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა - ნათია თურნავა

25 მაისი, 2020 , 16:07

„როგორც საქართველოს, ასევე ლატვიის მხრიდან არის მზადყოფნა, რათა აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა. ახლა მთავარია, ორი ქვეყნის მთავრობებმა ძალიან სწრაფად გავცვალოთ ის პროტოკოლები, რომელთა მიხედვითაც ჩვენს შორის ადამიანე

აუქციონზე 80 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

25 მაისი, 2020 , 14:40

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, დღეს აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. „2020 წლის 25 მ