უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

29 სექტემბერი, 2018 13:15
font-size

მაქვს იმედი, რომ გამოძიება „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით იქნება სამართლიანი - რომან კაკულია

ნამდვილად მაქვს იმედი, რომ გამოძიება „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით იქნება სამართლიანი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ “ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა.

„თუ 11-ჯერ მოხდა დავალიანების გადავადება, როგორც ისინი ამბობენ, ეს თავისთავად უსვამს ხაზს, რომ განსაკუთრებულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე.

აინტერესოა, მეორე მხარე რა არგუმენტებით საუბრობს ამასთან დაკავშირებით. ვიცი, რომ მათაც აქვთ გარკვეული არგუმენტები, მაგრამ ამ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა გაარკვიოს, რამდენად მყარი იყო არგუმენტები, რის გამოც „ომეგა“ არ იხდიდა, მიუხედავად იმისა, რომ 11-ჯერ გადავადდა დავალიანება. არც კი მეგულება სხვა შემთხვევა, რომ ამდენჯერ მომხდარიყო გადავადება. ცხადია, გადასახადი ყველამ უნდა გადაიხადოს. თუ არ გადახდის, არგუმენტი მყრი უნდა იყოს, რომ სასამართლომ მხედველობაში მიიღოს“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

რაც შეეხება პარტიის შესაძლო დატოვების საკითხს, რომან კაკულია აცხადებს, რომ მოხდა გარკვეული ინტერპრეტაცია.

„მე უბრალოდ ვთქვი, რომ თუ ეს დადასტურდება იმ მინისტრების მხრიდან, რომლებიც ჩვენი გუნდის წევრები იყვნენ, მივიღებ სერიოზულ აცდენას იმ ღირებულებებთან, რითაც მოვიდა „ქართული ოცნება“ და მაშინ დავინახავ სერიოზულ აცდენას ჩვენს ღირებულებებს შორის. ამას თავადაც დაინახავენ.

ნამდვილად მაქვს იმედი, რომ გამოძიება იქნება სამართლიანი, ნამდვილად არის ამის ტენდენციაც და პოლიტიკური ნებაც, რომ ნებისმიერი ასეთი ფაქტი იყოს გამოძიებული“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

შემოსავლების სამსახურმა “ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით დღეს განცხადებას გაავრცელა. უწყების ცნობით, „ომეგა ჯგუფში“ არსებული დავალიანების ამოსაღებად ხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია აცხადებს, რომ „იბერიასთან“ დაკავშირებული ჩანაწერების გავრცელების გამო შეშფოთებულია.

საკვანძო სიტყვები:

თითო საათი 165 აშშ დოლარი ჯდება - თუ ეს ვინმეს ენანება ჩვენი ჯარისკაცებისთვის, მაშინ ეს მათ ნამუსზე იყოს - ირაკლი ღარიბაშვილი

3 ივნისი, 2020 , 13:15

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ღამის კურიერი“ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯარისკაცების წასახალისებლად თავდაცვის უწყების მიერ ჯერ კიდევ დეკემბერში შეკვეთილ სასაჩუქრე საათებზეც ისაუბრა.

20 წლის განმავლობაში ქართული ჯარი არასოდეს გამოკვებილა ნედლი, გაუყინავი, ახალი ხორცით. მე ეს პრობლემა მოვაგვარე - თავდაცვის მინისტრი

3 ივნისი, 2020 , 12:10

"ძალიან უაზრო, ცილისმწამებლური კამპანია" - ასე უწოდა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმ ბრალდებებს, რომლებიც ჯარისკაცების კვებასთან დაკავშირებით ვრცელდებოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, რ

ჩვენთან პოლიტიკურმა ძალებმა არ იციან, ფული აკეთონ თუ პოლიტიკა - დავით ჭიჭინაძე

2 ივნისი, 2020 , 16:50

ჩვენთან პოლიტიკურმა ძალებმა არ იციან, ფული აკეთონ თუ პოლიტიკა და აი, ეს არის მთავარი პრობლემა, - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე. ამასთან, დეპუტატი ოპოზიც

ვთვლი, რომ ხალხის ზურგს უკან მიმდინარე გარიგებებს მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ - დავით ჭიჭინაძე

1 ივნისი, 2020 , 17:10

რაზეც დღეს ოპოზიციური პარტიების ნაწილი და ხელისუფლება ვაჭრობს, არა მგონია ხალხისთვის ან მნიშვნელოვანი, ან საინტერესო იყოს. მითუმეტეს, რომ ეს წარმოდგენილი ვარიანტი ისიც კი არ არის, რასაც ხალხი ითხოვდა“, - აცხადებს პ

ძალიან კარგ ადგილზე ვარ და პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი არ მაქვს - ამირან გამყრელიძე

1 ივნისი, 2020 , 16:25

"პოლიტიკაში ვიყავი 1994 წლიდან 2004 წლის თებერვლამდე, როდესაც დავტოვე პოსტი. მეორედ ამის შემოთავაზება იყო 2012-ში და იცით, რომ მე 69 წლის ვარ. ჩემთვის ეს უკვე განვლილი გზაა, დამთავრებულია",- ამის შესახებ დაავადებათა კონტ

სამთავრობო პროგრამის ანგარიში არის კომპლექსური დოკუმენტი, რომელიც დეტალურად ასახავს პრიორიტეტებს - ნათია მეზვრიშვილი

1 ივნისი, 2020 , 16:00

საქართველოს მთავრობამ პარლამენტში წარადგინა სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში, რომელიც საკმაოდ კომპლექსური დოკუმენტია და დეტალურად ასახავს მთავრობის მიერ განხორციელებულ აქტივობებს, რომელიც სამთავრობო პროგრამით გან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!